მგზავრების გადაყვანის, ბარგის, ტვირთის და საფოსტო გზავნილების გადაზიდვის ხელშეკრულება დასტურდება შესაბამისად ბილეთით, საბარგო, სატვირთო ან საფოსტო ზედნადებით. ამ საბუთების ფორმისა და შინაარსის მიმართ ძირითად მოთხოვნებს ადგენს სააგენტო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული ნიმუშებისა და სტანდარტების საფუძველზე.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011