1. თუ გადაზიდვის წესებით დადგენილ ვადაში მიმღები არ მოითხოვს მის მისამართზე მოსულ ტვირთს ან უარს განაცხადებს მის მიღებაზე, გადამზიდველი უფლებამოსილია შეატყობინოს ამის შესახებ გამგზავნს და შეინახოს ტვირთი გამგზავნის ხარჯზე, მისივე პასუხისმგებლობით.
2. თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მიმღები არ მიიღებს მის მისამართზე შემოსულ ტვირთს, ხოლო გამგზავნი არ უზრუნველყოფს მის განკარგვას, იგი ექვემდებარება დადგენილი წესით რეალიზებას.
3. აღნიშნული ტვირთის შემოწმებასა და გაფორმებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.4
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (29.10.1996).
წინა რედაქცია (21.11.1996 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 70. მიმღების მიერ ტვირთის მიუღებლობა ან დაგვიანებით მიღება 1. თუ გადაზიდვის წესებით დადგენილ ვადაში მიმღები არ მოითხოვს მის მისამართზე მოსულ ტვირთს ან უარს განაცხადებს მის მიღებაზე, გადამზიდველი უფლებამოსილია შეატყობინოს ამის შესახებ გამგზავნს და შეინახოს ტვირთი გამგზავნის ხარჯზე, მისივე პასუხისმგებლობით. 2. თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მიმღები არ მიიღებს მის მისამართზე შემოსულ ტვირთს, ხოლო გამგზავნი არ უზრუნველყოფს მის განკარგვას, იგი ექვემდებარება დადგენილი წესით რეალიზებას. 3. ამღნიშნული ტვირთის საბაჟო შემოწმებასა და გაფორმებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემაჟვალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.4