1. მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულებით გადამყვანი ვალდებულებას კისრულობს, მიიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილამდე, ხოლო თუ მგზავრი ჩააბარებს ბარგს – მიიტანოს ბარგი დანიშნულების ადგილამდე და გადასცეს იგი საამისოდ უფლებამოსილ პირს. მგზავრი ვალდებულებას კისრულობს გადაიხადოს მგზავრობისათვის დაწესებული საზღაური, ხოლო ბარგის ჩაბარების შემთხვევაში – მისი გადატანის საფასურიც.

2. ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულებას კისრულობს გამგზავნის მიერ მისთვის ჩაბარებული ტვირთი მიიტანოს დანიშნულების ადგილამდე და გადასცეს იგი საამისოდ უფლებამოსილ პირს, ხოლო გამგზავნი ვალდებულებას კისრულობს გადაიხადოს ტვირთის გადაზიდვისათვის დადგენილი საფასურ