წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.07.2016
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.155.016199
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/07/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.07.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი | წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან შექმნილი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულებისა და სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ წესდების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2016 წლის 4 ივლისი
ქ. წალკა
წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსი’’ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კოდექსის 99-ე მუხლის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი 67-ე მუხლის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი
დანართი
წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი მიზნად ისახავს წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის მექანიზმის განსაზღვრას.
2. სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი მოცულობის 2%-ს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი – გამგებელი.
3. დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრებით (გარდა გათანაბრებითი ტრანსფერის) ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის გაზრდა.
მუხლი 2🔗.
სარეზერვო ფონდის განკარგვა
1. სარეზერვო ფონდიდან ამ წესის შესაბამისად ფინანსდება:
ა) წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ფარგლებში, კატასტროფისაგან, ასევე სტიქიური მოვლენებისაგან გამოწვეული კატასტროფული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები;
ბ) საგანგებო და საომარი მოქმედების დროს შექმნილი საფრთხეებისგან მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო და დაცვითი (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვითი) ღონისძიებები;
გ) ადგილობრივი პროგრამები (ქვეპროგრამები), ღონისძიებები, რომლებიც განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას და მათი გათვალისწინება შეუძლებელი იყო ბიუჯეტის დამტკიცების დროს ან/და ამ ღონისძიების დაგვიანებით გატარებისაგან გამოწვეული ზიანი არსებითად აღემატება მასზე გასაწევი ხარჯისაგან სხვა მოსალოდნელ მატერიალურ სიკეთეს.
2. სარეზერვო ფონდიდან იკრძალება იმ პროგრამების (ქვეპროგრამების), ღონისძიებების დაფინანსება, რომლის ხარჯებიც უკვე განსაზღვრულია წლიურ ბიუჯეტში როგორც მიმდინარე, ისე კაპიტალური ხარჯები, თუ ეს საჭიროება არ დადგა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
კომისიის სტრუქტურა
1. წალკის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით იქმნება კომისია გამგებლის უფლებამოსილების ვადით (შედგომში – ,,კომისია“), რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ და ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
2. წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი იდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის კომისიას, განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს.
3. კომისიას თავმჯდომარეობს წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მის მიერ განსაზღვრული გამგეობის თანამდებობის პირი, ხოლო კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან გამგეობის საჯარო მოსამსახურეები.
4. კომისიას ჰყავს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
5. კომისიას ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც კომისიის წევრთა შემადგენლობიდან ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.
მუხლი 4🔗.
კომისიის მუშაობის წესი
1. კომისიის მუშაობის საფუძველს წარმოადგენს გამგეობაში ფიზიკური ან იურიდიული პირისგან შემოსული განცხადება ან შეტყობინება, გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წერილი, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ იქნეს თანხა.
2. გამგებელი უფლებამოსილია მისცეს დავალება გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან გამგეობის სხვა მოხელეს განხცადების, შეტყობინების ან წერილის ირგვლივ მოიძიოს მასალები კომისიის სხდომაზე განსახილველად.
3. კომისიას მასალები განსახილველად წარედგინება სხდომამდე გამგებლის დავალებით, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამგებელი პირადად იღებს გადაწყვეტილებას სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის შესახებ კომისიის მოწვევის გარეშე.
4. კომისიის წევრები ვალდებული არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ იტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ (,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
5. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში კომისიის წევრი მონაწილეობას არ ღებულობს საკითხის განხილვაში.
მუხლი 5🔗.
კომისიის უფლებამოსილება
1. კომისია უფლებამოსილია:
ა) შეამოწმოს კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებებისა და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და მისი შესაბამისობა კანონთან;
ბ) მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ან/და მისი განუხილველად დატოვების შესახებ (დოკუმენტების ხარვეზის შემთხვევაში მის აღმოფხვრამდე);
გ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის ან თანხის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა და წარედგინება გამგებელს გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
2. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.
მუხლი 6🔗.
კომისიის სხდომა
1. კომისიის სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ გამგებლის მიერ, წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის საკითხის განსახილველად.
2. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. კომისია გადაწყვეტილებას, რომელსაც აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სხდომის თავმჯდომარეს.
5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე კომისიის წევრი.
მუხლი 7🔗.
სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა
1. წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელსაც გამოცემს ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომის ჩატარების შემდეგ, ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიის მოწვევის გარეშე.
2. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული შედეგების დადგომისას გამგებელი გამოსცემს ბრძანებას, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, სადაც ბრძანების სხვა რეკვიზიტებთან ერთად მითითებული უნდა იყოს:
ა) გამოყოფილი თანხის ოდენობა და მიზნობრიობა;
ბ) შესრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირების გვარი, სახელი და თანამდებობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ორგანიზაციული ფორმა და საფირმო სახელწოდება ხელმძღვანელი პირის მითითებით.
3. თუ მიიჩნევა საფრთხის აცილებისათვის, ნაწილობრივ აცილებისათვის ან საფრთხის ეფექტის შენელებისათვის საჭიროა დაუყოვნებელი ქმედებების განხორციელება, გამგებელი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აუცილებლად 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.
4. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ გამგებლის ბრძანების გამოქვეყნებისთანავე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ბრძანებაში მითითებული თანხით ამცირებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ სარეზერვო ფონდს.