„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „არძანისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №827 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „არძანისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №827 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
განკარულება №115
3
2016 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „არძანისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №827 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის
_ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „არძანისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №827 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისშესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „არძანს“ (ს/კ: №203840709) იჯარის უფლებით გადასცეს ქალაქ თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირის №82-ში მდებარე 23077 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები: №1- 5511.08 კვ.მ; №2 - 2393.92 კვ.მ; №3
_ 9864.53 კვ.მ; №4 - 995.78 კვ.მ; №5 - 1789.32 კვ.მ; №6 - 140.79 კვ.მ; №7 - 564.53 კვ.მ; №8 - 209.39 კვ.მ; №9 - 11.3 კვ.მ; №10 - 73.78 კვ.მ; №11 - 31.54 კვ.მ; ნაგებობა №12 (აუზი) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.10.001.073) შესაბამისი [ცვლილების] ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 (ოცი) წლის ვადით.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:
ა) საიჯარო ქირის გადახდა ამ განკარგულების №1დანართით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით;
ბ) არანაკლებ 450 (ოთხას ორმოცდაათი) მოსწავლეზე გათვლილი ზოგადსაგანმანათლებლო და არანაკლებ 2200 (ორი ათას ორასი) სტუდენტზე გათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნა და ამ მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების ან/და მისი ნაწილის რეკონსტრუქცია/რემონტი, აღჭურვა და ფუნქციონირების დაწყება შესაბამისი [ცვლილების] ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში;
გ) ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების დაწყებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში, არანაკლებ 140 (ას ორმოცი) ადამიანის დასაქმება;
დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულების მიზნით, 6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება, შესაბამისი [ცვლილების] ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში, შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
დ.ა) შესაბამისი [ცვლილების] ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის პირველ მაისამდე, არანაკლებ 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
დ.ბ) შესაბამისი [ცვლილების] ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) წლის ვადაში, 6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
ე) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან საიჯარო ვადის მოქმედების განმავლობაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების საგანმანათლებლო პროფილით ფუნქციონირება;
ვ) შესაბამისი [ცვლილების] ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) წლის ვადაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე სასტუმროს ან/და სტუდენტების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, აღჭურვა და ფუნქციონირების დაწყება;
ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21- 25 პუნქტები:
„21. შპს „არძანი“ ან მისი უფლებამონაცვლე უფლებამოსილია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საიჯარო პირობების შესრულების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი [ცვლილების] ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის ვადაში, წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის თანხის არანაკლებ 5%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
22. ამ განკარგულების 21 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, ამავე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარგებლობის ვადა გაგრძელდეს და განისაზღვროს შესაბამისი [ცვლილების] ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, ხოლო საიჯარო ქირის გადახდა ამ განკარგულების №1დანართით გათვალისწინებული გრაფიკის ნაცვლად განხორციელდეს ამავე განკარგულების №2 დანართით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით.
23. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები და 25 პუნქტი ამოქმედდეს 21 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში.
24. ამ განკარგულების №1 დანართით განსაზღვრული საიჯარო ქირის ოდენობის გადახედვა შესაძლებელია განხორციელდეს მესაკუთრის მიერ ამ განკარგულების გამოცემიდან 5 წელიწადში ერთხელ, გადახდის პერიოდისათვის არსებული ინფლაციის ინდექსის გათვალისწინებით.
25. ამ განკარგულების 23 პუნქტის შესაბამისად, ამ პუნქტის ამოქმედების შემთხვევაში, ამავე განკარგულების №2 დანართით განსაზღვრული საიჯარო ქირის ოდენობის გადახედვა შესაძლებელია, განხორციელდეს მესაკუთრის მიერ ამ პუნქტის ამოქმედებიდან 5 წელიწადში ერთხელ, გადახდის პერიოდისათვის არსებული ინფლაციის ინდექსის გათვალისწინებით.“;
გ) დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. შპს „საგანმანათლებლო საქმიანობის ცენტრი“ (ს/კ: №405125127) ვალდებულია, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „არძანისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №827 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარადგინოს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „არძანისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №827 განკარგულების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო თანხის არანაკლებ 5%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა
– სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი