„უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA)“ განხორციელებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულების ტექსტის მიღებისა და მისი ძალაში შესვლის შემდგომ ხელშეკრულების პირობების ამოქმედების ხელშეწყობის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №156 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA)“ განხორციელებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულების ტექსტის მიღებისა და მისი ძალაში შესვლის შემდგომ ხელშეკრულების პირობების ამოქმედების ხელშეწყობის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №156 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1234
2016 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
„უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA)“
განხორციელებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულების ტექსტის მიღებისა და მისი ძალაში შესვლის შემდგომ ხელშეკრულების პირობების ამოქმედების ხელშეწყობის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №156 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA)“ განხორციელებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულების ტექსტის მიღებისა და მისი ძალაში შესვლის შემდგომ ხელშეკრულების პირობების ამოქმედების ხელშეწყობის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №156 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA)“
განხორციელებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულების ტექსტის (მთავრობათაშორისი ხელშეკრულების მოდელი I (IGA Model I)) მიღებისა და მისი ძალაში შესვლის შემდგომ ხელშეკრულების პირობების ამოქმედების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში - სამუშაო ჯგუფი) შემდეგი შემადგენლობით:
დავით ლეჟავა -
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ჯგუფის ხელმძღვანელი;
ნუგზარ დუნდუა
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ირინე ბართაია -
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი;
ნოშრევან ლომთათიძე -
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
ვახტანგ ლაშქარაძე
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე;
ალექსანდრე ხუსკივაძე
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის კვლევისა და სისტემური ანალიზის დეპარტამენტის უფროსი;
დაჩი ქინქლაძე -
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ილია სკანაძე
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი;
გურამ გოგაძე
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის საგადასახადო რისკების მართვის სამმართველოს უფროსი;
ნიკოლოზ გვენეტაძე
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;
გივი მურვანიძე
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსის მოადგილე;
მანანა ჩინჩალაძე
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის პროექტების დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს უფროსი;
რევაზ პაპუკაშვილი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ერეკლე სამაკაშვილი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი;
მარიამ კოშორიძე -
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის იურიდიული სამმართველოს უფროსი სპეციალისტი;
დავით შოშიტაშვილი -
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების და ევროინტეგრაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;
რუსუდან გაბუნია -
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;
ნინო ნებიერიძე -
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის საერთაშორისო დაბეგვრის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.
2. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობა ეთხოვოთ:
გიორგი ძიგუაშვილს -
საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროს სპეციალისტს;
გიორგი ბაგრატიონს
- ა(ა)იპ - საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელ მდივანს;
თამარ გოდერძიშვილს -
ა(ა)იპ - საქართველოს ბანკების ასოციაციის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის წევრს;
ნათია მიქაუტაძეს -
ა(ა)იპ - საქართველოს ბანკების ასოციაციის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის წევრს;
ლიანა მარუაშვილს -
ა(ა)იპ - საქართველოს ბანკების ასოციაციის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის წევრს;
იური ლებანიძეს -
ა(ა)იპ - საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს;
არჩილ ცერცვაძეს -
ა(ა)იპ - საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის რეგულატორულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელს.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი