შპს „ჩესის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1244
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021690
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

 განკარგულება №1244

2016 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

შპს „ჩესის“  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის მე-4-მე-7 პუნქტების საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბურსას კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით, შპს „ჩესი“ (ს/კ: 441555808) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან  3 თვის ვადით და მიეცეს უფლება, მდინარე ბურსის კალაპოტში მოიპოვოს 5 100 მ3  ქვიშა-ხრეში, შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

X

Y

1

568318

4641990

2

568354

4641990

3

568352

4641940

4

568318

4641942

S= 0,17 ჰა

WGS 1984.

 

2. შპს „ჩესი“ ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;

ბ) უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა,  „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკ­რებ­ლების შესახებ“ საქართველოს კანონით  დადგენილი ოდენობით;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია, მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი