„გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 სექტემბრის №2054 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1253
2016 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
„გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 სექტემბრის №2054 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 სექტემბრის №2054 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „აჭარაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 3 ივლისის №705 განკარგულების საფუძველზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სათხილამურო ტურიზმის განვითარების მიზნით, გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტების სათხილამურო კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გამოყოფილი 8 000 000 (რვა მილიონი) ლარიდან 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი შპს „Goderdzi Resorts“-ის მიერ მიმართულ იქნეს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისთვის“, გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების მიზნით.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 სექტემბრის №2054 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 სექტემბრის №2054 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.07.2016.
- როდის იქნა მიღებული „გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 სექტემბრის №2054 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 სექტემბრის №2054 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.07.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1253. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021700.
- სად არის „გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 სექტემბრის №2054 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.07.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 სექტემბრის №2054 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1253, 01.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021700 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.07.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3334388/