შაორის ტერიტორიაზე პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ
მიღების თარიღი 01.07.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1255
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021702
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/07/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.07.2016 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ სამშვიდობო მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ საკონსულტაციო მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ ანაკლიაში პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უძრავი ქონების მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შაორის ტერიტორიაზე პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1255
2016 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
შაორის ტერიტორიაზე პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ
1. მიღებულ იქნეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წინადადება, 2016 წლის ივლის-სექტემბერში შაორის ტერიტორიაზე (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განახორციელოს:
ა) „მომავლის ბანაკის“ (შაორის ტერიტორიაზე) უზრუნველყოფა ექიმისა და ექთნის მომსახურებით 24 საათის განმავლობაში ბანაკის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო ოთახში და, საჭიროების შემთხვევაში, ბანაკის მონაწილის საავადმყოფოში გადაყვანა (ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე) სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მეშვეობით;
ბ) „მომავლის ბანაკის“ (შაორის ტერიტორიაზე) საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მათ შორის, ექიმის გადაწყვეტილებით საავადმყოფოში გადაყვანილი მონაწილის ბანაკში უკან დაბრუნების შემთხვევაში, შესაბამისი დანიშნულების მიხედვით, მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) პროგრამა „მომავლის ბანაკის“ მონაწილეთა ტრანსპორტირების უსაფრთხოება საპატრულო ეკიპაჟის თანხლებით;
ბ) მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა, „მომავლის ბანაკის“ შენობა-ნაგებობებში (შაორის ტერიტორიაზე) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი და მათი ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა;
გ) კრიმინალური პოლიციის თანამშრომელთა გამოყოფა, პროგრამა „მომავლის ბანაკის“ გამართვის ადგილზე (შაორის ტერიტორიაზე) მორიგეობის მიზნით.
4. ეთხოვოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას:
ა) უზრუნველყოს პროგრამა „მომავლის ბანაკის“ (შაორის ტერიტორიაზე) 18-29 წლის ასაკის 1280 ბენეფიციარის კანდიდატურის შერჩევა (საქართველოს ყველა რეგიონიდან მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისათვის, სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული და მრავალშვილიანი ოჯახების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის წევრთათვის უპირატესობის მინიჭებით);
ბ) წარდგენილი კანდიდატურების შესახებ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისთვის შემდეგი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება:
ბ.ა) კანდიდატის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების წელი, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ერთი ფოტოსურათი;
ბ.ბ) კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100ა;
გ) ბენეფიციართა ტრანსპორტირება თბილისი-შაორი-თბილისის მიმართულებით, შესაბამისი ნაკადების მიხედვით.
5. ეთხოვოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას შაორის ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა და ახალგაზრდული ბანაკის ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და ბანაკის მიმდებარე ტერიტორიის რეგულარული დასუფთავება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი