1. ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია წარმოადგენს 1//4 ფორმატის შუაზე გაკეცილ, სპეციალური ხარისხის სახელმწიფო ნიშნის ქაღალდს მისი ყალბად დამზადებისაგან დაცვის უზრუნველყოფის სათანადო ნიშნებით. ლიცენზიის პირველ გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი. გერბის ქვეშ თანამიმდევრობით გაკეთებულია წარწერები: „საქართველო”, „ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია”.

ბ) გენერალურ ლიცენზიას აქვს შემდეგი ფორმა:

სახელმწიფო გერბი

საქართველო

ცხოველთა სამყაროთი სარგებლობის ლიცენზია

სერია □□ ნომერი □□□□ ტიპი □□□□□

ლიცენზიის სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარების თარიღი __________

წლის ____ _______________

გაცემულია

______________________________________________________________________________

იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება, რომელზედაც გაიცა ლიცენზია,______________________________________________________________________________

მის შესახებ მონაცემები, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა,______________________________________________________________________________

ძირითადი მიზანი, სამუშაოთა წარმოების წესი

___________მიზნით __________________________________________________________

სამონადირეო მეურნეობის ან წყლის ობიექტის

______________________________________________________________________________

ადგილმდებარეობა, რაიონის, სოფლის დასახელება, კოორდინატები

გამოყოფილი ტერიტორიის ან წყლის ობიექტის ფართობი გეგმაზე

_________________________________________________________________ ჰექტარი

(სიტყვიერად)

ამოსაღები რესურსის რაოდენობა სახეობათა მიხედვით  ____________________

რესურსის

______________________________________________________________________________

(რესურსების) დასახელება, ოდენობა, ამოღების ვადები

______________________________________________________________________________

ლიცენზიის მოქმედების ვადა  ___________________________________________________

(დაწყების თარიღი)

_________________________________________

(დამთავრების თარიღი)

გადასახადები რესურსით სარგებლობისათვის სახეობათა მიხედვით

______________________________________________________________________________

რესურსის დასახელება, ფასი

______________________________________________________________________________

სალიცენზიო მოსაკრებელი  ____________________________________________________

ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის გამოყოფილია

______________________________________________________________________________

ტყის სავარგული, წყლის ობიექტი, მიწის ფართობი

19 __წლის ______ ___

____________________________________________________დადგენილებით

სახელმწიფო უწყების დასახელება

ამ ტერიტორიის საზღვრები დატანილია ლიცენზიის თანდართულ

ტოპოგრაფიულ გეგმაზე.

ლიცენზიის დამატებითი პირობები _______________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლის დასახელება

ვალდებულია:

− ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის მხოლოდ იმ სახეობებით, რომლებიც მითითებულია ლიცენზიაში;

− დაიცვას ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დადგენილი წესები, კვოტები და ვადები;

− ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით იმ ხერხებით, რომლებიც არ არღვევს ბუნებრივ მთლიანობას და უზრუნველყოფს იმ გარეულ ცხოველთა შენარჩუნებას, რომლებით სარგებლობაც არ არის დაშვებული;

− არ დაუშვას ცხოველთა სამყაროს ობიექტების საბინადრო გარემოს დარღვევა ან გაუარესება;

− რაციონალურად ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით; საქმიანობისას გამოიყენოს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღები ტექნოლოგიები;

− აღრიცხოს ცხოველთა სამყაროს გამოყენებული ობიექტების რაოდენობა, შეაფასოს მათი მდგომარეობა, საბინადრო გარემო და დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში წარუდგინოს სამინისტროს;

− განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებანი ცხოველთა სამყაროს ობიექტების აღწარმოების, მათი საბინადრო გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით;

− დახმარება გაუწიოს სახელმწიფო ორგანოებს ცხოველთა სამყაროს დაცვაში და განახორციელოს ღონისძიებები ცხოველთა სამყაროს დაცვასთან დაკავშირებული სახელმწიფო, რეგიონული და ადგილობრივი პროგრამების შესასრულებლად;

− შეუფერხებლად დაუშვას სამინისტროს წარმომადგენლები ობიექტებზე, სადაც ახდენს ცხოველთა სამყაროს ობიექტების შენახვას, დამუშავებას და რეალიზაციას; დროულად შეასრულოს მათი კანონიერი მოთხოვნები და განკარგულებები;

− უზრუნველყოს ცხოველთა სამყაროს დაცვა; შეასრულოს გარეულ ცხოველთა იმ სახეობის დაცვის რეჟიმი, რომელიც მიეკუთვნება იშვიათ და გადაშენების პირას მისულ ცხოველთა სამყაროს ობიექტებს, შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“ და „წითელ ნუსხაში“;

− დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს, ვეტერინარულ, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს გარეულ ცხოველთა დაავადების, მათი საბინადრო გარემოს გაუარესების, გარეულ ცხოველთა განადგურების საშიშროების წარმოშობის და დაღუპვის შესახებ; განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკის და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი;

− დამოუკიდებლად შეწყვიტოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა მათი მდგომარეობის და საბინადრო პირობების გაუარესების, აღწარმოებითი უნარის დაქვეითებისა და გარეულ ცხოველთა განადგურების საშიშროების წარმოშობის შემთხვევაში; მიიღოს ზომები ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე და მათ საბინადრო გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად;

− შეასრულოს ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოების და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

_______________________________

საქართველოს გარემოს დაცვისა და                                                                        გავეცანი ლიცენზიის

სოფლის მეურნეობის მინისტრი ან                                                                                პირობებს და

მინისტრის უფლებამოსილი                                                                            ვკისრულობ მათ შესრულებას:

წარმომადგენელი

________________                                                                                   ___________________________________

ხელმოწერა
ლიცენზიის მიმღები იურიდიული ან

ფიზიკური პირის ხელმოწერა

ბ. ა.                                                                                                                                  ბ. ა.

ზემოთ ჩამოთვლილი მოვალეობების შეუსრულებლობისათვის იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ეკისრებათ სისხლისსამართლებრივი, ადმინისტრაციული და სხვა სახის პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიის ფორმას ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობების მიხედვით ადგენს და ამტკიცებს სამინისტრო.

საქართველოს 2017 წლის 7
დეკემბრის

კანონი №1697
–
ვებგვერდი, 14.12.2017