„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) 34-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „34. სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“; ბ) 35-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) 37-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „37. გარემოზე ზემოქმედების ნებართვა – სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, განუსაზღვრელი ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც გაიცემა საქმიანობის განმახორციელებელზე და საქმიანობის დაწყების სამართლებრივი საფუძველია.“. 2. 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების გამოყენების რეჟიმი რეგულირდება „მცენარეთა დაცვის ბიოლოგიურ საშუალებათა გამოყენების წესების შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების (მათ შორის, ინტროდუცენტთა) ნუსხას შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო ბრძანებით „მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების ნუსხის შესახებ“.“. 3. 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) გენერალურ ლიცენზიას აქვს შემდეგი ფორმა: სახელმწიფო გერბი
საქართველო ცხოველთა სამყაროთი სარგებლობის ლიცენზია სერია □□ ნომერი □□□□ ტიპი □□□□□ ლიცენზიის სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარების თარიღი __________ წლის ____ _______________ გაცემულია ____________________________________________________________ იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება, რომელზედაც გაიცა ლიცენზია, _____________________________________________________________________ მის შესახებ მონაცემები, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა, _____________________________________________________________________ ძირითადი მიზანი, სამუშაოთა წარმოების წესი ___________მიზნით _________________________________________________ სამონადირეო მეურნეობის ან წყლის ობიექტის _____________________________________________________________________ ადგილმდებარეობა, რაიონის, სოფლის დასახელება, კოორდინატები
გამოყოფილი ტერიტორიის ან წყლის ობიექტის ფართობი გეგმაზე ______________________________________________________________ჰექტარი (სიტყვიერად) ამოსაღები რესურსის რაოდენობა სახეობათა მიხედვით ______________ რესურსის ____________________________________________________________________ (რესურსების) დასახელება, ოდენობა, ამოღების ვადები
____________________________________________________________________
ლიცენზიის მოქმედების ვადა _________________________________________ (დაწყების თარიღი) _________________________________________ (დამთავრების თარიღი)
გადასახადები რესურსით სარგებლობისათვის სახეობათა მიხედვით _________________________________________________________ რესურსის დასახელება, ფასი ___________________________________________________________________
სალიცენზიო მოსაკრებელი ___________________________________________ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის გამოყოფილია ___________________________________________________________________ ტყის სავარგული, წყლის ობიექტი, მიწის ფართობი 19 __წლის ______ ___ ____________________________________________________დადგენილებით სახელმწიფო უწყების დასახელება
ამ ტერიტორიის საზღვრები დატანილია ლიცენზიის თანდართულ ტოპოგრაფიულ გეგმაზე.
ლიცენზიის დამატებითი პირობები _____________________________________ ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლის დასახელება ვალდებულია: − ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის მხოლოდ იმ სახეობებით, რომლებიც მითითებულია ლიცენზიაში; − დაიცვას ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დადგენილი წესები, კვოტები და ვადები; − ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით იმ ხერხებით, რომლებიც არ არღვევს ბუნებრივ მთლიანობას და უზრუნველყოფს იმ გარეულ ცხოველთა შენარჩუნებას, რომლებით სარგებლობაც არ არის დაშვებული; − არ დაუშვას ცხოველთა სამყაროს ობიექტების საბინადრო გარემოს დარღვევა ან გაუარესება; − რაციონალურად ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით; საქმიანობისას გამოიყენოს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღები ტექნოლოგიები; − აღრიცხოს ცხოველთა სამყაროს გამოყენებული ობიექტების რაოდენობა, შეაფასოს მათი მდგომარეობა, საბინადრო გარემო და დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში წარუდგინოს სამინისტროს; − განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებანი ცხოველთა სამყაროს ობიექტების აღწარმოების, მათი საბინადრო გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით; − დახმარება გაუწიოს სახელმწიფო ორგანოებს ცხოველთა სამყაროს დაცვაში და განახორციელოს ღონისძიებები ცხოველთა სამყაროს დაცვასთან დაკავშირებული სახელმწიფო, რეგიონული და ადგილობრივი პროგრამების შესასრულებლად; − შეუფერხებლად დაუშვას სამინისტროს წარმომადგენლები ობიექტებზე, სადაც ახდენს ცხოველთა სამყაროს ობიექტების შენახვას, დამუშავებას და რეალიზაციას; დროულად შეასრულოს მათი კანონიერი მოთხოვნები და განკარგულებები; − უზრუნველყოს ცხოველთა სამყაროს დაცვა; შეასრულოს გარეულ ცხოველთა იმ სახეობის დაცვის რეჟიმი, რომელიც მიეკუთვნება იშვიათ და გადაშენების პირას მისულ ცხოველთა სამყაროს ობიექტებს, შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“ და „წითელ ნუსხაში“; − დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს, ვეტერინარულ, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს გარეულ ცხოველთა დაავადების, მათი საბინადრო გარემოს გაუარესების, გარეულ ცხოველთა განადგურების საშიშროების წარმოშობის და დაღუპვის შესახებ; განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკის და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი; − დამოუკიდებლად შეწყვიტოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა მათი მდგომარეობის და საბინადრო პირობების გაუარესების, აღწარმოებითი უნარის დაქვეითებისა და გარეულ ცხოველთა განადგურების საშიშროების წარმოშობის შემთხვევაში; მიიღოს ზომები ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე და მათ საბინადრო გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად; − შეასრულოს ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოების და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ____________________ საქართველოს გარემოს დაცვისა და გავეცანი ლიცენზიის სოფლის მეურნეობის მინისტრი ან პირობებს და მინისტრის უფლებამოსილი ვკისრულობ მათ შესრულებას: წარმომადგენელი ____________________ _____________________________ ხელმოწერა ლიცენზიის მიმღები იურიდიული ან ფიზიკური პირის ხელმოწერა ბ. ა. ბ. ა. ზემოთ ჩამოთვლილი მოვალეობების შეუსრულებლობისათვის იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ეკისრებათ სისხლისსამართლებრივი, ადმინისტრაციული და სხვა სახის პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
.“. 4. 61-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს რეგლამენტს ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 7 დეკემბერი 2017 წ. N1697-რს |