„ფიზიკური მდგომარეობის გამო საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი პარლამენტის ზოგიერთი წევრობის კანდიდატის მიერ საარჩევნო რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 13 ივლისის №23/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№46/2016
სარეგისტრაციო კოდი
010240060.15.008.016285
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №46/2016

2016 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ფიზიკური მდგომარეობის გამო საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი პარლამენტის ზოგიერთი წევრობის კანდიდატის მიერ საარჩევნო რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 13 ივლისის №23/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: 

მუხლი 1
„ფიზიკური მდგომარეობის გამო საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი პარლამენტის ზოგიერთი წევრობის კანდიდატის მიერ საარჩევნო რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 13 ივლისის №23/2012 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 16/07/2012, 010240060.15.008.016041) პირველი მუხლის:

1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აღნიშნული კანდიდატის ნაცვლად მისი თანდასწრებით სააღრიცხვო ბარათს ავსებს, ხელს აწერს და შესაბამის საარჩევნო კომისიაში ერთობლივად წარადგენს მის  მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა), რომელიც დაეხმარება მას კანდიდატისათვის განკუთვნილი სააღრიცხვო ბარათის შევსებაში.“;

2. მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფიზიკური მდგომარეობის მქონე კანდიდატი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 118-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკუთარ განცხადებას (რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით) წერს და შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარადგენს შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით:

ა) აღნიშნული კანდიდატის ნაცვლად განცხადებას საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით კანდიდატის თანდასწრებით წერს მის მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა), რომელიც დაეხმარება მას განცხადების დაწერასა და შემდგომ შესაბამის საარჩევნო კომისიაში ერთობლივ წარდგენაში.

4. ფიზიკური მდგომარეობის მქონე კანდიდატი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 120-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადებით (არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის თაობაზე) მიმართავს შესაბამის საარჩევნო კომისიას შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით:

ა) აღნიშნული კანდიდატის ნაცვლად განცხადებას არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის თაობაზე კანდიდატის თანდასწრებით წერს მის მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა), რომელიც დაეხმარება მას განცხადების დაწერასა და შემდგომ შესაბამის საარჩევნო კომისიაში ერთობლივ წარდგენაში.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი