„ფიზიკური მდგომარეობის გამო ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 ივნისის №20/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №23/2024 |
|
2024 წლის 10 ივლისი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ფიზიკური მდგომარეობის გამო ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 ივნისის №20/2012 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 22/06/2012, 010240060.15.008.016038):
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ამ დადგენილების მიზნებისათვის ტერმინს „ფიზიკური მდგომარეობა” აქვს შემდეგი მნიშვნელობა: საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქე, რომელიც ზედა კიდურების არქონის გამო ვერ ახერხებს საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი ხმის მიცემის პროცედურების (მარკირება, ხელის მოწერა ბიულეტენის მიღებაზე, ბიულეტენის მოთავსება საარჩევნო ყუთში, ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითარზე ხელის მოწერა, საარჩევნო ბიულეტენის სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში ჩადება და ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში საარჩევნო ბიულეტენის მოთავსება) დამოუკიდებლად შესრულებას.”. 2. მე-2 მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მასზე საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი, ამომრჩეველთა ერთიანი სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა” ამომრჩევლის ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილ ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითარზე აკეთებს ჩანაწერს „ფიზიკური მდგომარეობა” და აღნიშნულს ადასტურებს პირადი ხელმოწერით. 3. აღნიშნული ამომრჩევლის ნაცვლად, მისი თანდასწრებით, საარჩევნო ბიულეტენს (ბიულეტენებს) სპეციალურ კონვერტში/სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში ათავსებს/დებს და შემდეგ საარჩევნო ყუთში აგდებს/ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში ათავსებს მის მიერ არჩეული პირი (გარდა: საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა), რომელიც დაეხმარება მას კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) შევსებაში.”. 3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ფიზიკური მდგომარეობის მქონე ამომრჩევლის მიერ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის შემთხვევაში გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის გრაფაში – „ამომრჩევლის ხელმოწერა” – აკეთებს ჩანაწერს „ფიზიკური მდგომარეობა” და აღნიშნულს ადასტურებს პირადი ხელმოწერით გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრი/სპეცჯგუფის წევრი. აღნიშნული ამომრჩევლის ნაცვლად ბიულეტენს (ბიულეტენებს) ავსებს, სპეციალურ კონვერტში ათავსებს/სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში დებს და კონვერტს/სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში მოთავსებულ საარჩევნო ბიულეტენს აგდებს/ჩაუშვებს გადასატან საარჩევნო ყუთში ამომრჩევლის თანდასწრებით მის მიერ არჩეული პირი (გარდა: საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა).”. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ფიზიკური მდგომარეობის გამო ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 ივნისის №20/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ფიზიკური მდგომარეობის გამო ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 ივნისის №20/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.07.2024.
- როდის იქნა მიღებული „ფიზიკური მდგომარეობის გამო ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 ივნისის №20/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „ფიზიკური მდგომარეობის გამო ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 ივნისის №20/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 10.07.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №23/2024. სარეგისტრაციო კოდი — 010240060.15.008.016737.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ფიზიკური მდგომარეობის გამო ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 ივნისის №20/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ფიზიკური მდგომარეობის გამო ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 ივნისის №20/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ფიზიკური მდგომარეობის გამო ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 ივნისის №20/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.07.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ფიზიკური მდგომარეობის გამო ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 ივნისის №20/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №23/2024, 10.07.2024, სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016737 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.07.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6221102/