„ფიზიკური მდგომარეობის გამო საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი პარლამენტის ზოგიერთი წევრობის კანდიდატის მიერ საარჩევნო რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 13 ივლისის №23/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№17/2026
სარეგისტრაციო კოდი
010240060.15.008.016845
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/01/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №17/2026

2026 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ფიზიკური მდგომარეობის გამო საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი პარლამენტის ზოგიერთი წევრობის კანდიდატის მიერ საარჩევნო რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 13 ივლისის №23/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 92-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ფიზიკური მდგომარეობის გამო საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი პარლამენტის ზოგიერთი წევრობის კანდიდატის მიერ საარჩევნო რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 13 ივლისის №23/2012 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 16/07/2012, 010240060.15.008.016041) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ამ დადგენილების მიზნებისათვის ტერმინს „ფიზიკური მდგომარეობა“ აქვს შემდეგი მნიშვნელობა: საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი, რომელიც ზედა კიდურების არქონის ან სხვაგვარად შეზღუდული (დროებით/მუდმივად) მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული საარჩევნო რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების (კანდიდატის მიერ  განაცხადის შევსება,  რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადების დაწერა/წარდგენა) დამოუკიდებლად შესრულებას.

1. ფიზიკური მდგომარეობის მქონე საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 129-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ  განაცხადს ავსებს შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით:

აღნიშნული კანდიდატის ნაცვლად მისი თანდასწრებით განაცხადს ავსებს, ხელს აწერს და შესაბამის საარჩევნო კომისიაში ერთობლივად წარადგენს მის  მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა), რომელიც დაეხმარება მას კანდიდატისათვის განკუთვნილი განაცხადის შევსებაში.“.

2. ფიზიკური მდგომარეობის მქონე კანდიდატი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 131-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადებით (არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის თაობაზე) მიმართავს შესაბამის საარჩევნო კომისიას შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით:

აღნიშნული კანდიდატის ნაცვლად განცხადებას არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის თაობაზე კანდიდატის თანდასწრებით წერს მის მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა), რომელიც დაეხმარება მას განცხადების დაწერასა და შემდგომ შესაბამის საარჩევნო კომისიაში ერთობლივ წარდგენაში.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი