1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების ქართულად ნათარგმნი ტექსტების გამოქვეყნებას უზრუნველყოფს „საქართველოს საკანონმდებლო  მაცნე“  აღნიშნული გადაწყვეტილებების/განჩინებების თარგმნიდან 5 დღის ვადაში.

2. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით თარგმნოს და გამოაქვეყნოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სხვა ქვეყნების მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებები/განჩინებები, რომლებიც შეიცავს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმების ნორმების მნიშვნელოვან განმარტებებს.

საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1923 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.

თავი IV. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულე