„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება №8 |
|
2016 წლის 18 ივლისი ქ. ბათუმი |
„21. უსკო ვალდებულია სხდომის გამართვის წინა დღეს თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების შესახებ დროისა და დღის წესრიგის პროექტის თაობაზე;
22. ამ მუხლის „21“ პუნქტით გათვალისწინებული წესებიდან გამონაკლისები დასაშვებია საარჩევნო პერიოდში. ამ შემთხვევაში უსკო ვალდებულია სხდომის დაწყებამდე არაუგვიანეს 3 საათისა, თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების დროისა და დღის წესრიგის პროექტის თაობაზე;“.
„42. თუ უსკოს სხდომას არ ესწრება უსკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა, სხდომის თავმჯდომარე აცხადებს გადადებული სხდომის ჩატარების დროს;“.
„7. უსკოს სხდომას, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული პირების გარდა, ესწრებიან უსკოს სამსახურის უფროსები, კონკრეტული საკითხის განხილვის დროს მოწვეული დაინტერესებული მხარეები, რომლებიც საკითხის შესახებ უსკოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომის დარბაზს;“.
„91. საარჩევნო კომისიის წევრს ან/და უსკოს სამსახურების უფროსებს, როგორც განსახილველ საკითხზე მომხსენებლებს, სხდომაზე გამოსვლისათვის ეძლევათ, არაუმეტეს 5 წუთი და, საჭიროებისამებრ, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება დაემატოთ არაუმეტეს 5 წუთისა;
92. უსკოს სხდომაზე განმცხადებელს/მომჩივანს უნდა მიეცეს გონივრული დრო განსახილველ საკითხზე დაიცვას საკუთარი ან მისი მარწმუნებლის პოზიცია;
93. მხარე უფლებამოსილია, მის მიერ წარდგენილ განცხადება/საჩივარში, წინასწარ მიუთითოს იმ დროის გონივრული ოდენობა, რაც მას დასჭირდება საკუთარი მოსაზრებების წარსადგენად გამართულ სხდომაზე, გამოსვლის წინ მოითხოვოს დროის კონკრეტული ოდენობა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისათვის. აღნიშნული დროის შემცირება დასაშვებია სხდომის თავმჯდომარის მიერ, თუ მხარე მის მიერ მოთხოვნილ დროს იმგვარად იყენებს, რომ აღნიშნული აშკარად ემსახურება საკითხის განხილვის ვადებისა და დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხის განხილვის გაჭიანურებას ან/და არსებითად გასცდა განსახილველ საკითხს ან წარმოშობს მისი განხილვისათვის კანონით დადგენილი ვადების დარღვევის საშიშროებას;
94. სხდომაზე საკითხის განხილვის პროცესში მხარეებისათვის და მხარის მიერ კითხვების დასმა და მასზე პასუხების გაცემა დასაშვებია მხოლოდ თავმჯდომარის ნებართვით;“.
„1. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრაზე საკითხს აყენებს წინადადებათა შემოსვლის რიგის მიხედვით. უსკოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია, უსკოს წევრი კენჭისყრის დროს თავის ნებას გამოხატავს (ხელის აწევით), როგორც მომხრე ან წინააღმდეგი;“.
„12. სხდომის თავმჯდომარე ყოველი კენჭისყრის დასრულების შემდეგ აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;“.
„5. საჭიროების შემთხვევაში კენჭისყრის პროცედურას, რაც არ არის გათვალისწინებული ამ რეგლამენტით და საარჩევნო კანონმდებლობით, განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე;“.
|