2016 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის თბილისში გასამართი გლობალური ფორუმის პლენარული სესიის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 18.07.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №331
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.019396
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/07/2016
matsne.gov.ge 611 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 21.10.2025 საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 09.03.2015 ,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის” და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის” წოდებათა მიმნიჭებელი სპეციალური კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 01.11.2016 სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიისა და სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მათი საქმიანობის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 22.12.2025 „აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივების შესახებ“ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზების უზრუნველსაყოფად სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 26.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

2016 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის თბილისში გასამართი გლობალური ფორუმის პლენარული სესიის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №331 2016 წლის 18 ივლისი  ქ. თბილისი 2016 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის თბილისში გასამართი გლობალური ფორუმის პლენარული სესიის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად,  2016 წლის 31 ოქტომბერს-3 ნოემბერს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის თბილისში გასამართი გლობალური ფორუმის პლენარული სესიის სათანადო დონეზე ორგანიზების მიზნით, შეიქმნას 2016 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის  გაცვლის თბილისში გასამართი გლობალური ფორუმის პლენარული სესიის  ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით: ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; გიორგი თაბუაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე/სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; ლაშა ხუციშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; დავით ბაქრაძე – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის წევრი; ანზორ ჩუბინიძე – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი; გიორგი ნატრაძე – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურისა და დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი; გიორგი ბაქრაძე – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; არჩილ თალაკვაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; დავით ჯალაღანია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ნიკოლოზ გაგუა – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი. მუხლი 2🔗 კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს დავით ნარმანიას.   მუხლი 3🔗 დამტკიცდეს  თანდართული 2016 წელს ეკონომიკური  თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის თბილისში გასამართი გლობალური ფორუმის პლენარული სესიის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის დებულება.  მუხლი 4🔗 დადგენილება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი 2016 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის თბილისში გასამართი გლობალური ფორუმის პლენარული სესიის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის დებულება მუხლი 1🔗. კომისიის მიზანი და ამოცანები 2016 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის თბილისში გასამართი გლობალური ფორუმის პლენარული სესიის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის (შემდგომში – კომისია) მიზანია 2016 წელს, 31 ოქტომბერს-3 ნოემბერს თბილისში გასამართი გლობალური ფორუმის პლენარული სესიის  სათანადო დონეზე ორგანიზება. მუხლი 2🔗. კომისიის შემადგენლობა 1. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2. კომისიის შემადგენლობაში, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, შეიძლება შედიოდნენ სხვა პირებიც, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. 3. კომისიის შემადგენლობაში შემავალი პირების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებისა და ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, კომისიის შემადგენლობაში შემავალ პირს შეუძლია, განახორციელოს უფლებამოსილების დელეგირება შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე. მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილება დასახული მიზნების მისაღწევად კომისია უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს კომისიის საქმიანობისთვის საჭირო ინფორმაცია; ბ) მიმართოს თხოვნით სახელმწიფო ორგანოებს, კომპეტენციის ფარგლებში, დახმარების გაწევის კუთხით; გ) შექმნას სამუშაო ჯგუფები და განსაზღვროს მათი შემადგენლობა, მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები და სხვა პირები, თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. მუხლი 4🔗. კომისიის სამდივნო 1. კომისიის საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს კომისიის სამდივნო. 2. კომისიის სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. მუხლი 5🔗. კომისიის მუშაობის ორგანიზება 1. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. 2. კომისიის სხდომების პერიოდულობას, დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 3. კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის მომხსენებელს, ხოლო სამუშაო ჯგუფი, თავისი შემადგენლობიდან, სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს. 4. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე. 5. კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს, აგრეთვე კომისიის მომხსენებელსა და სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს. 6. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 7. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. 8. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ  სხდომის თავმჯდომარე და სხდომის ოქმის მწარმოებელი პირი. სხდომის ოქმი ეგზავნება კომისიის წევრებს და სამუშაო ჯგუფის წევრებს.