„აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივების შესახებ“ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზების უზრუნველსაყოფად სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №711 |
|
2014 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს პრემიერ-მინისტრი - კომისიის თავმჯდომარე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი - კომისიის თანათავმჯდომარე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;
საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის წევრი;
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - კომისიის წევრი;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - კომისიის წევრი;
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი - კომისიის წევრი;
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში - ეკონომიკური საბჭოს მდივანი – კომისიის წევრი;
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი - კომისიის წევრი.
|
სამთავრობო კომისიის დებულება
„აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივების შესახებ“ საერთაშორისო ფორუმის (შემდგომში - ფორუმი) ორგანიზების უზრუნველსაყოფად შექმნილი სამთავრობო კომისიის (შემდგომში - კომისია) ძირითადი მიზნები და ამოცანებია:
ა) ფორუმის ორგანიზებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრა და დაგეგმვა;
ბ) ფორუმის ჩატარების ადგილისა და თარიღის განსაზღვრა;
გ) ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად მოსაწვევ სტუმართა და მონაწილეთა ნუსხის შემუშავება;
დ) ფორუმის ორგანიზებისა და მოწვეული სტუმრების დაფინანსების საკითხების გადაწყვეტა;
ე) ფორუმის ფორმატის, ძირითადი თემატიკისა და დღის წესრიგის განსაზღვრა;
ვ) ფორუმის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის აუცილებელი სხვა ღონისძიებების განხორციელება.
დასახული მიზნების მისაღწევად, კომისია უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს კომისიის საქმიანობისთვის საჭირო ინფორმაცია;
ბ) შექმნას სამუშაო ჯგუფები და განსაზღვროს მათი შემადგენლობა, მოიწვიოს ექსპერტები და სხვა პირები თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სათანადო რეკომენდაციების მიღების მიზნით.
1. კომისიის საქმიანობის ადმინისტრირებასა და ორგანიზაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს კომისიის სამდივნო.
2. კომისიის სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
1. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს კომისიის თანათავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი.
2. კომისიის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
5. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივების შესახებ“ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზების უზრუნველსაყოფად სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივების შესახებ“ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზების უზრუნველსაყოფად სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.02.2015.
- როდის იქნა მიღებული „აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივების შესახებ“ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზების უზრუნველსაყოფად სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე?
- „აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივების შესახებ“ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზების უზრუნველსაყოფად სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე მიღებულია 26.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №711. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.10.003.018331.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივების შესახებ“ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზების უზრუნველსაყოფად სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 03.02.2015-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივების შესახებ“ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზების უზრუნველსაყოფად სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივების შესახებ“ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზების უზრუნველსაყოფად სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.02.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივების შესახებ“ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზების უზრუნველსაყოფად სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე, №711, 26.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.018331 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2656156/