ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 |
|
2016 წლის 26 ივლისი ქ. ზუგდიდი |
ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესი (დანართი №1);
ბ) ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №2).
|
ეს წესი შემუშავებულია ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილების, ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი დადგენილების, სხვა მოქმედი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე და განსაზღვრავს ამ წესის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის (შემდგომში - გამგებლის წარმომადგენელი) მიერ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის პროცედურებს, ვადებსა და სამართლებრივ პირობებს.
1. გამგებლის წარმომადგენლის ძირითადი ფუნქციები და ვალდებულებები განისაზღვრება ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი დადგენილებით და ამ წესის შესაბამისად.
2. გამგებლის წარმომადგენელი:
ა) საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში მომსახურებას უწევს პირებს, რომლებიც მომართავენ მას წერილობით, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში (ავადმყოფობის ან ადგილზე არყოფნის შემთხვევაში) ასევე ზეპირი ფორმით და კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით (პირდაპირი ვიზუალური კონტაქტი) თუ პიროვნება გამგებლის წარმომადგენლისათვის ცნობილია ან შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა ოქმის შედგენის მოქმედების ჩაწერა ვიდეო ფაილის სახით;
ბ) ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით გამგებლის წარმომადგენელი: უფლებამოსილია შეადგინოს შესაბამისი ოქმი ხელმომწერი პირის გარდა, არანაკლებ ორი მოწმის თანდასწრებთ, რომელიც ხელს აწერს ოქმს; ამოწმებს მომთხოვნი პირისა და მოწმეთა ვინაობას, ფაქტობრივი მდგომარეობის ნამდვილობის შესაძლებლობის ფარგლებში; ადგენს ოქმის შედგენის მონაწილე (განმცხადებელი, მოწმე) ფიზიკური პირის პირადობას მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით (მოქალაქის პასპორტი/პირადობის მოწმობა/აიდი ბარათი).
3. თუ გამგებლის წარმომადგენელს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ეჭვს იწვევს, ვალდებულია უარი თქვას ოქმის შედგენაზე.
4. გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია ოქმის შედგენისას მონაწილეებს განუმარტოს ოქმის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს ოქმში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. ოქმში ასახული უნდა იყოს, როგორც მომთხოვნი პირის, ასევე მოწმეთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი).
6. გამგებლის წარმომადგენელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მოწმეთა მიერ ცრუ დამოწმების ფაქტის დადგენის შემთხვევაში.
7. გამგებლის წარმომადგენელს უფლება აქვს:
ა) უფლებამოსილების შესასრულებლად გამოითხოვოს და მიიღოს აუცილებელი ცნობები და დოკუმენტები ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;
ბ) უფლებამოსილების შესრულების პროცესში შესაბამისი ოქმის შედგენისას დაეყრდნოს მოწმეთა ჩვენებას;
გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებით, რაც აუცილებელია მისი ფუნქციების ეფექტური შესრულებისათვის.
8. გამგებლის წარმომადგენელი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გამგეობის დებულებით და სხვა მოქმედი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
1. საქონლის ადგილწარმოშობის თაობაზე ცნობა შეიძლება იყოს როგორც ხე-მცენარეების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, შინაური ცხოველებისა და ფრინველების, ასევე ფუტკრის შესახებ.
2. ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა გაიცემა ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილების შესაბამისად, საკარმიდამო (კერძო საკუთრების) მიწის ნაკვეთში მოჭრილი ხის (ხეების) თაობაზე მისი საშეშედ ან სამასალედ რეალიზაციისათვის შემდგომი გამოყენების მიზნით.
3. ცნობაში მითითებული უნდა იყოს მისი გაცემის საფუძველი-შესაბამისი დოკუმენტის ან აქტის ნომრის გამოცემის თარიღისა და გამომცემი ორგანოს მითითებით.
4. ცნობის მოქმედების ვადა საქონლის ადგილწარმოშობის თაობაზე განისაზღვრება მისი გაცემიდან:
ა) ხე-მცენარეების არაუმეტეს 30 დღით;
ბ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, შინაური ცხოველებისა და ფრინველების ასევე ფუტკრის არაუმეტეს 7 დღით.
5. ცნობა გაიცემა გამგებლის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ფორმების შესაბამისად.
6. ცნობა გაიცემა ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტის საფუძველზე ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილი წესით.
1. ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების თაობაზე გაიცემა იმ შემთხვევაში თუ პირი ცხოვრობს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
2. ცნობაში მითითებული უნდა იყოს კონკრეტული თარიღი, საიდანაც ცხოვრობს განმცხადებელი აღნიშნულ მისამართზე.
3. ცნობაში მოქმედების ვადა არ მიეთითება,იგი განისაზღვრება ცნობის გაცემის დღით.
1. დოკუმენტები უნდა:
ა) შედგეს მკაფიო და გამართული ენით ისე, რომ გამოირიცხოს მისი არაერთგვაროვანი განმარტება;
ბ) დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან უნდა დაიწეროს ხელით (ხელნაწერი დოკუმენტი).
2. დასაშვებია დამადასტურებელი წარწერის კომბინირებული საშუალებით (ტექნიკური საშუალების და ხელნაწერის ერთდროული გამოყენებით) შედგენა.
3. ხელნაწერი უნდა იკითხებოდეს ადვილად.
4. სიტყვათა და ტერმინთა შემოკლება დოკუმენტებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემოკლება საყოველთაოდ მიღებული და ცნობილია.
ამ წესში ცვლილების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია
დანართი №1 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესიდოკუმენტების (ოქმი, ცნობა) შედგენის ტექნიკური წესები
1. დოკუმენტები უნდა: ა) შედგეს მკაფიო და გამართული ენით ისე, რომ გამოირიცხოს მისი არაერთგვაროვანი განმარტება; ბ) დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან უნდა დაიწეროს ხელით (ხელნაწერი დოკუმენტი). 2. დასაშვებია დამადასტურებელი წარწერის კომბინირებული საშუალებით (ტექნიკური საშუალების და ხელნაწერის ერთდროული გამოყენებით) შედგენა. 3. ხელნაწერი უნდა იკითხებოდეს ადვილად. 4. სიტყვათა და ტერმინთა შემოკლება დოკუმენტებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემოკლება საყოველთაოდ მიღებული და ცნობილია.დასკვნითი დებულებები
ამ წესში ცვლილების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. დანართი №2ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
№
გაცემის თარიღი ცნობის № ცნობის გამცემი ცნობის მიმღები თანამდებობა სახელი გვარი ხელმოწერა თანამდებობა სახელი გვარი ხელმოწერა1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11