„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1006 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№424
სარეგისტრაციო კოდი
140030000.22.034.016558
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №424

2016 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1006 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/12/2015, სარეგისტრაციო კოდი – 140030000.22.034.016499) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მონიტორინგის სამსახური;

ბ) ადმინისტრაციული მხარდაჭერის სამსახური;

გ) სამედიცინო მომსახურების სამსახური;

დ) ქ.თბილისის №1 დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამმართველო);

ე) ქ.თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამმართველო);

ვ) მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება) (ქ. მცხეთა), რომლის შემადგენლობაშია:

ვ.ა) დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

ვ.ბ) ახალგორის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

ზ) აჭარისა და გურიის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამსახური) (ქ. ბათუმი), რომლის შემადგენლობაშია:

ზ.ა) ქობულეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

ზ.ბ) ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

ზ.გ) ლანჩხუთის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

თ) შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამსახური) (ქ. გორი), რომლის შემადგენლობაშია:

თ.ა) ხაშურის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

თ.ბ) ახალციხის  დროებითი მოთავსების იზოლატორი;

თ.გ) ახალქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

ი) ქვემო ქართლის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამსახური) (ქ. რუსთავი), რომლის შემადგენლობაშია:

ი.ა) წალკის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

ი.ბ) მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

კ) კახეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამსახური) (ქ. თელავი), რომლის შემადგენლობაშია:

კ.ა) საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორი;

კ.ბ) სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

კ.გ) ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

ლ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამსახური) (ქ. ქუთაისი), რომლის შემადგენლობაშია:

ლ.ა) ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

ლ.ბ) ბაღდათის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

ლ.გ) ჭიათურის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

ლ.დ) სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

ლ.ე) ამბროლაურის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

მ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამსახური) (ქ. ზუგდიდი), რომლის შემადგენლობაშია:

მ.ა) სენაკის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

მ.ბ) ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

მ.გ) ჩხოროწყუს დროებითი მოთავსების იზოლატორი;

მ.დ) მესტიის დროებითი მოთავსების იზოლატორი.

2. იზოლატორების ადგილმდებარეობა და მათში მოსათავსებელ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.

2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) ადგენს მონიტორინგის ჩატარების გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს;“.

3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12

იზოლატორების საქმიანობა რეგულირდება იზოლატორების ტიპური დებულებითა და შინაგანაწესით.“.

4. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ და „ლ2“ ქვეპუნქტები:

„ლ1) ამტკიცებს იზოლატორების დღის განრიგს;

ლ2) ამტკიცებს მონიტორინგის ჩატარების გეგმას;“.

5. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17

ამ დებულების მე-15 და მე-16 მუხლების მოქმედება არ  ვრცელდება ამ დებულების მე-8 მუხლის „დ“-„მ“ ქვეპუნქტებში მითითებული იზოლატორების უფროსებსა და მოადგილეებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება იზოლატორების ტიპური დებულებითა და შინაგანაწესით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1006 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1006 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.08.2016.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1006 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1006 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.08.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №424. სარეგისტრაციო კოდი — 140030000.22.034.016558.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1006 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1006 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1006 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.08.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1006 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №424, 02.08.2016, სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016558 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.08.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3358482/