შპს ,,ნიგი 2009” -ს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3566-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/3566-16

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

2016 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

განმცხადებელი: შპს “ნიგი 2009”

წარმომადგენელი: ინგა გაბრიელიანი

მოთხოვნა: განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „იგი 2009”-ის (ს/კ 206337739) წარმომადგენელმა ინგა გაბრიელიანმა და მოითხოვა შპს „ნიგი 2009”-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს ,,ნიგი 2009” რეგისტრირებულია 2009 წლის 14 იანვარს. საზოგადოება ძირითადად ახორციელებდა მზა საკვები პროდუქტებით მომსახურებას. კომპანია იძულებული გახდა 2015 წლის დეკემბერში შეეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა. 2016 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით შპს ,,ნიგი 2009”-ს გააჩნია დავალიანება 123 088,37 ლარის ოდენობით. საწარმოს დაუდგა ვადამოსული ვალდებულების შესრულების დრო, მაგრამ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია კრედიტორული მოთხოვნების შესრულება. განცხადების წარმოდგენის დროისათვის საწარმოს არ აქვს უძრავ-მოძრავი ქონება, არ ფლობს წილს სხვა საწარმოში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 მარტის განჩინებით, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს ,,ნიგი 2009”-ს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, კრედიტორს განემარტა, რომ შეეძლო მოემართა სასამართლოსათვის შპს ,,ნიგი 2009”-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განცხადებით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 მარტის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 12 აპრილს. ასევე, აღნიშნული განჩინება ჩაჰბარდა კრედიტორებს: სსიპ – შემოსავლების სამსახურს - 2016 წლის 29 მარტს, შპს ,,ანა გრუპ”-ს - 2016 წლის 29 მარტს, შპს ,,ბარამბო და კომპანია”-ს - 2016 წლის 29 მარტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - 2016 წლის 29 მარტს, შპს ,,აგროკონსორიციუმ წეროვანს” - 2016 წლის 30 მარტს, შპს ,,ყაზბეგი 1881”-ს - 2016 წლის 29 მარტს, შპს ,,სადისტრიბუციო კომპანია მ&გ”-ს - 2016 წლის 29 მარტს, ი/მ მანუჩარ ჯინჭარაძეს - 2016 წლის 29 მარტს, შპს ,,კამპას” - 2016 წლის 7 აპრილს, ი/მ თენგიზ ფაცაციას - 2016 წლის 17 ივნისს, შპს ,,ეკოლუქსს” - 2016 წლის 28 აპრილს, შპს ,,ჯეოს” - 2016 წლის 7 ივნისს.

განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში - 2016 წლის 11 აპრილს შპს “ნიგი 2009”-ის (ს/კ 206337739) კრედიტორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა შპს ,,ნიგის” გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

აღნიშნული განჩინება შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაჰბარდა 2016 წლის 15 ივნისს. განჩინება არ გასაჩივრებულა და დღეის მდგომარეობით შესულია კანონიერ ძალაში.

შპს ,,ნიგის” კრედიტორებს შპს ,,ანა გრუპ”-ს, ი/მ თენგიზ ფაცაციას, ი/მ მანუჩარ ჯინჭარაძეს, შპს ,,ჯეოს”, შპს ,,ბარამბო და კომპანიას”, შპს ,,აგროკონსორიციუმ წეროვანს”, შპს ,,ეკოლუქსს”, შპს ,,კამპა”-ს, შპს ,,სადისტრიბუციო კომპანია მ&გ”-ს, შპს ,,ყაზბეგი 1881”-ს, სსიპ – შემოსავლების სამსახურს კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში არ მიუმართავთ სასამართლოსთვის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, რაც საფუძველია შპს ,,ნიგი 2009”-ს გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284- 285-ე მუხლებით და

 დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ნიგი 2009” (ს/კ 206337739) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. შპს ,,ნიგი 2009”-ს (ს/კ 206337739) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.

3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მოვალემ.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე: ბესიკ სისვაძე