ფ/პ დავით მოსიაშვილზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1413
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021826
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1413

2016 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

ფ/პ დავით მოსიაშვილზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე:

 1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს ფ/პ დავით მოსიაშვილზე (პ/ნ №38001003026) გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №100999 ლიცენზიაში ცვლილების შეტანა და ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის, რომლის კოორდინატებია:

 

X

Y

1

375271

4685779

2

375317

4685799

3

375347

4685745

4

375297

4685736

S=0,27 ჰა,

 

შეცვლა სხვა ფართობით, რომლის კოორდინატებია:

 

X

Y

1

374826

4683782

2

374826

4683761

3

374801

4683708

4

374888

4683729

S= 0,27 ჰა.

 

2. ფ/პ დავით მოსიაშვილმა (პ/ნ №38001003026) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ შეცვლილ სალიცენზიო ფართობზე, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №100999 ლიცენზიის მოქმედების ვადის ბოლომდე (2020 წლის 29 ივლისი), განახორციელოს 18 900 მ3-ის ოდენობის „იტავაზას“ კვარციანი ქვიშის მოპოვება, სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

3. ლიცენზიის მფლობელმა უზრუნველყოს „იტავაზას“ კვარციანი ქვიშის ტრანსპორტირება ძარაგადახურული სატრანსპორტო საშუალებით.

4. ფ/პ დავით მოსიაშვილმა, წიაღითსარგებლობის პროცესში რესურსის ტრანსპორტირებისას მტვერჩახშობის მიზნით, განახორციელოს სატრანსპორტო გზის წყლით მორწყვა.

 

 

პრემიერ-მინისტრი                     გიორგი კვირიკაშვილი