შპს „საირმე 2007“-ზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №444
2016 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
შპს „საირმე 2007“-ზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 61 მუხლის მე-4 პუნქტისა და 71 მუხლის მე- 7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს შპს „საირმე 2007“-ზე(ს/კ: 205261492) გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №101068 ლიცენზიაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის,რომლის კოორდინატებია:
| № | X | Y |
| 1 | 4644350 | 8314965 |
| S=0,07 ჰა | ||
შეცვლა სხვა ფართობით, რომლის კოორდინატებია:
| № | X | Y |
| 1 | 313484 | 4641862 |
| S=0,07 ჰა. | ||
2. შპს „საირმე 2007“-მა(ს/კ:20526 1492) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ შეცვლილ სალიცენზიო ფართობზე,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №101068 ლიცენზიის მოქმედების ვადის ბოლომდე (20 32 წლის 2 6 სექტემბრამდე) განახორციელოს დღე-ღამეში5 მ3-ის ოდენობის დაბალი მინერალიზაციის წყაროს წყლის მოპოვება სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
3. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან 2 (ორი) წლის ვადაში უზრუნველყოს წყაროს წყლის მარაგის დათვლა და მარაგების ანგარიშის შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა.
4. მარაგის დამტკიცების შემდგომ ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის მიზნით, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად დაანგარიშებული თანხა.
5. ლიცენზიის მფლობელმა სასარგებლო წიაღისეულის მარაგის დამტკიცების შემდგომ უზრუნველყოს საბადოს მარაგის მთლიანი რესურსის ათვისება.
პრემიერ -მინისტრი გ . კვირიკაშვილი