საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შესყიდვის სპეციალური წესების გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1485
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021898
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1485

2016 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების– საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შესყიდვის სპეციალური წესების გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მაგისტრალური გზის (E-60) ოთხი მონაკვეთის: ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის კმ 0+000-კმ 17+300, ზესტაფონის ახალი შემოვლითი გზის კმ 0+000- კმ 15+172, სამტრედიის ახალი შემოვლითი გზის კმ 0+000–კმ 15+400, სამტრედიის ახალი შემოვლითი გზის კმ 15+400–კმ 24+045 და გარე ელექტროგანათების სამშენებლო სამუშაოების განხორციელება იგეგმება საქართველოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს შორის 2016 წლის 7 მარტს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების („აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი (II)“; No. GRG-P3; რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 27 აპრილის 5026-IIს დადგენილებით) ფარგლებში.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე და „იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტისათვის (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი (II)) დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, 4,410,000,000.00 იაპონური იენის ოდენობის სასესხო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის თანხმობის მიცემისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 თებერვლის №108 განკარგულების მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, მიეცეს თანხმობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, შესყიდვების განხორციელებისას გამოიყენოს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) შესყიდვების პროცედურები.

პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი