„საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ და „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდებათა მინიჭების და სპეციალური სამკერდე ნიშნებით დაჯილდოების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/411
სარეგისტრაციო კოდი
010330000.22.024.016456
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/411

2016 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ და „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდებათა მინიჭების და სპეციალური სამკერდე ნიშნებით დაჯილდოების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

,,სამშენებლო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
 

1. დაწესდეს ,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის’’ და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის’’ წოდებები.
2. შემოღებულ იქნეს სპეციალური სამკერდე ნიშნები შემდეგი დასახელებით: ,,საქართველოს დამსახურებული მშენებელი’’ და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი’’.
3. დამტკიცდეს ,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის’’ და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის’’ წოდებათა მინიჭების და სპეციალური სამკერდე ნიშნებით დაჯილდოების წესის შესახებ დებულება (დანართი №1).
4. დამტკიცდეს ,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის’’ და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის’’ სპეციალური სამკერდე ნიშნების ნიმუშები (დანართი N2).
5. დამტკიცდეს ,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის’’ და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის’’ წოდებათა დამადასტურებელი სიგელების ნიმუშები (დანართი N3).
6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი



დანართი N1

დებულება საქართველოს დამსახურებული მშენებლისა და საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის წოდებათა მინიჭების და სპეციალური სამკერდე ნიშნებით დაჯილდოების წესის შესახებ


1. ,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის’’ და საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის’’ წოდებები საქართველოს კანონის ,,სამშენებლო საქმიანობის შესახებ’’ მე-11 მუხლის შესაბამისად მიენიჭებათ საქართველოს ტერიტორიაზე მოღვაწე მშენებლებს, დამპროექტებლებსა და არქიტექტორებს, რომლებმაც სპეციალობის მიხედვით იმუშავეს არანაკლებ ოცი წელი და გამოირჩევიან ავტორიტეტით კოლეგებსა და საზოგადოებაში.

2. გადაწყვეტილებას ,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის’’ და საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის’’ წოდების მინიჭების შესახებ იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში - მინისტრი) სპეციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომლის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს მინისტრი.

3. შუამდგომლობას ,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის’’ და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის’’ წოდებათა მინიჭების შესახებ კომისიას წარუდგენენ: პროფესიონალური კავშირები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სამშენებლო, სამონტაჟო, სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო  ორგანიზაციები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

4. ,,საქართველოს დამსახურებულ მშენებელს’’ და ,,საქართველოს დამსახურებულ არქიტექტორს’’ გადაეცემათ წოდების დამადასტურებელი სიგელები მინისტრის ხელმოწერით და სპეციალური სამკერდე ნიშნები.

5. დაჯილდოებულები სამკერდე ნიშნებს ატარებენ მკერდის მარჯვენა მხარეს.


დანართი №2

1. სამკერდე ნიშანი ,,საქართველოს დამსახურებული მშენებელი’’

2. მასალა – მოოქროვილი თითბერი.

3. მედლის აღწერილობა:

ა) ავერსი: სამკერდე ნიშანი ,,საქართველოს დამსახურებული მშენებელი’’ წარმოადგენს მრგვალ, ოქროსფერი მეტალის მედალიონს, რომლის ცენტრში გამოსახულია აშოტ კუროპალატი - ტაო-კლარჯეთში ბაგრატიონთა დინასტიის ფუძემდებელი, რომელსაც ხელში უჭირავს სამონასტრო ეკლესიის მაკეტი. სამკერდე ნიშანზე ამოტვიფრულია წარწერა: ,,საქართველოს დამსახურებული მშენებელი’’. სამკერდე ნიშანი ლითონის დეტალით უკავშირდება ბაფთას;

ბ) ბაფთა: მუქი წითელი ფერის.

1. სამკერდე ნიშანი ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი’’

2. მასალა – მოოქროვილი თითბერი.

3. მედლის აღწერილობა:

ა) ავერსი: სამკერდე ნიშანი ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი’’ წარმოადგენს მრგვალ, ოქროსფერი მეტალის მედალიონს, რომლის ცენტრში გამოსახულია აშოტ კუროპალატი - ტაო-კლარჯეთში ბაგრატიონთა დინასტიის ფუძემდებელი, რომელსაც ხელში უჭირავს სამონასტრო ეკლესიის მაკეტი. სამკერდე ნიშანზე ამოტვიფრულია წარწერა: ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი’’. სამკერდე ნიშანი ლითონის დეტალით უკავშირდება ბაფთას;

ბ) ბაფთა: მუქი წითელი ფერის.


დანართი N3