„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილება№1/133
2016 წლის 28 აპრილი
ქ. თბილისი
„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-8 მუხლის:
ა.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 14 მოსამართლით.“;
ა.ბ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 5 მოსამართლით;“;
ბ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 7 მოსამართლით.“;
გ) მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 8 მოსამართლით.“;
დ) მე-20 მუხლის მე-6-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თბილისის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 106 მოსამართლით.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:
ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში - 38 მოსამართლით;
ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში - 23 მოსამართლით;
გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში - 25 მოსამართლით;
დ) საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიაში - 20 მოსამართლით.“;
ე) 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თელავის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 6 მოსამართლით.“;
ვ) 30-ე მუხლის:
ვ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მცხეთის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 8 მოსამართლით.“;
ვ.ბ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში – 2 მოსამართლით.“;
ზ) 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საჩხერის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 2 მოსამართლით.“.
თ) 43-ე მუხლის:
თ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 11 მოსამართლით.“;
თ.ბ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში - 3 მოსამართლით;“;
ი) 58-ე მუხლის:
ი.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს 55 მოსამართლით.“;
ი.ბ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საგამოძიებო კოლეგია - 8 მოსამართლის შემადგენლობით.“.
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
ლევან მურუსიძე
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი