წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
მიღების თარიღი 05.08.2016
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.143.016398
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/08/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.08.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (8)
| ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე | ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| დასახელება | მისამართი |
| ხაშურის სამუსიკო სკოლა | ხაშური, თამარ მეფის ქუჩა №1 |
| სურამის სამუსიკო სკოლა | ხაშური, დაბა სურამი, რუსთაველის ქუჩა №167 |
| ქვიშხეთის სამუსიკო სკოლა | ხაშური, სოფელი ქვიშხეთი |
| ხაშურის მუნიციპალიტეტის მუზეუმი | ხაშური, კოსტავას ქუჩა №2; დაბა სურამი, გურამიშვილის ქუჩა №2 |
| ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა | ხაშური, ძნელაძის ქუჩა №10 |
| რკინიგზის კულტურის სახლი | ხაშური, თამარ მეფის ქუჩა №31 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2016 წლის 5 აგვისტო
ხაშური
წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2016 წლის 1 აგვისტოს №01/2476 წერილის შესაბამისადб ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ხაშურის მუნიციპალიტეტის კულტურულ-ეკონომიკური ინტერესების, ცალკეული არქტიტექტურული ობიექტების იერსახისა და მათი მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულების დაცვის მიზნით საარჩევნო პლაკატების გაკვრა, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, ასევე აიკრძალოს დანართ №1-ში განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე (დანართი №1 თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების 1-ლი პუნქტის გათვალისწინებით საარჩევნო პლაკატის გაკვრა დასაშვებია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ყველა ობიექტზე, მათ შორის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 ივნისის №49 განკარგულების დანართ №1-ით განსაზღვრულ ობიექტებზე.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე
დანართი №1
შენობა-ნაგებობები, სადაც საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის გარდა აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა
დასახელება
მისამართი
ხაშურის სამუსიკო სკოლა
ხაშური, თამარ მეფის ქუჩა №1
სურამის სამუსიკო სკოლა
ხაშური, დაბა სურამი, რუსთაველის ქუჩა №167
ქვიშხეთის სამუსიკო სკოლა
ხაშური, სოფელი ქვიშხეთი
ხაშურის მუნიციპალიტეტის მუზეუმი
ხაშური, კოსტავას ქუჩა №2; დაბა სურამი, გურამიშვილის ქუჩა №2
ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა
ხაშური, ძნელაძის ქუჩა №10
რკინიგზის კულტურის სახლი
ხაშური, თამარ მეფის ქუჩა №31