სს „საქართველოს გეოლოგიისა და სამთო საქმის ეროვნული კომპანი“-ის, ს/კ 204988022 აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის
განცხადება
სს „საქართველოს გეოლოგიისა და სამთო საქმის ეროვნული კომპანიის“ (ს/კ 204988022) აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე)
სს „საქართველოს გეოლოგიისა და სამთო საქმის ეროვნული კომპანიი“ (ს/კ 204988022) ხმის უფლების მქონე აქციათა 95,90011 პროცენტის მესაკუთრე შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ (ს/კ 405007200) აცხადებს, რომ მას სს „საქართველოს გეოლოგიისა და სამთო საქმის ეროვნული კომპანიის“ აქციათა 100 პროცენტის შეძენის მიზნით, განსაზღვრული აქვს ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის უფლებით და დანარჩენი აქციონერებისაგან გამოისყიდოს მათ საკუთრებაში არსებული სს „საქართველოს გეოლოგიისა და სამთო საქმის ეროვნული კომპანიის“ აქციები. აღნიშნულთან დაკავშირებით, შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ წინამდებარე განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად განცხადებით მიმართავს სასამართლოს.
სს „საქართველოს გეოლოგიისა და სამთო საქმის ეროვნული კომპანიის“ აქციათა სავალდებულო გამოსყიდვა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილ სამართლიან ფასად.
სს „საქართველოს გეოლოგიისა და სამთო საქმის ეროვნული კომპანიის“ აქციების სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებულ სუბიქტთან სს „საქართველოს გეოლოგიისა და სამთო საქმის ეროვნული კომპანიის“ აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, რის შესახებაც კანონით გათვალისწინებული წესით ეცნობებათ სს „საქართველოს გეოლოგიისა და სამთო საქმის ეროვნული კომპანიის“ დარჩენილ აქციონერებს, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მათ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა, სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.
სს „საქართველოს გეოლოგიისა და სამთო საქმის ეროვნული კომპანიის“ აქციათა გამოსყიდვის მიზანს წარმოადგენს სს „საქართველოს გეოლოგიისა და სამთო საქმის ეროვნული კომპანიის“ მართვის ეფექტურად განხორციელება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ წარმომადგენელს ირაკლი მარჯანიშვილს მისამართზე: ქ. თბილისი, პეკინის 9, ბინა 20, ტელ.: 599179176, ყოველდღე, დასვენების დღეების გარდა 12:00 საათიდან 17:00 საათამდე.
აქციონერებს მათი უფლების გადამოწმება შეუძლიათ ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან , მის: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 74ა (მოსაშვილის ქ. №11), მე-7 სართული , ოფისი №714, ტელ.: (995 32) 2225351, (995 32) 2251560.
შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანი“-ის დირექტორი: დავით გიორგაძე