„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 |
|
2016 წლის 12 აგვისტო ქ. გორი |
1. დადგენილებით დამტკიცებული მე-3 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას, მიღებას, მათ შორის პროექტებში ცვლილებების შეტანას და კორექტირებას.“;
ბ) „ვ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვისა და მოვლა-პატრონობის ორგანიზებას და მონიტორინგს“;
გ) ამოღებულ იქნეს „თ “ და „ჰ.ზ “ ქვეპუნქტები .
2. დადგენილებით დამტკიცებული მე-4 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას, მიღებას, მათ შორის პროექტებში ცვლილებების შეტანას და კორექტირებას.“;
ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობის ორგანიზებას და მონიტორინგს“;
გ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებითადგილობრივი მნიშვნელობის ჰიდრომელიორაციისა და სასმელი წყლის სისტემების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას, ამ მიზნით მიმართულებების განსაზღვრას, ღინისძიებების დაგეგმვას, ზედამხედველობას, პროექტების მომზადებას, მათ რეალიზების მონიტორინგს და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადებაში უშუალო მონაწილეობას“;
დ) ამოღებულ იქნეს „ი“ და „მ“ ქვეპუნქტები.
3. დადგენილებით დამტკიცებულ მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:
„რ) ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილებებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნების, რეკომენდაციების მომზადება და შეასაბამისი ცვლილებების შეტანა საჭიროების შემთხვევაში“.
|