წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2016 წლის 12 აგვისტო ქ. მცხეთა |
2. აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საგზაო ნიშანზე.
3. საარჩევნო პლაკატების გაკვრა დასაშვებია სპეციალურ სტენდებსა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე.
4. სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას 1 ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არაუმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი).
5. ამ დადგენილების გათვალისწინებით საარჩევნო პლაკატის გაკვრა დასაშვებია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ობიექტზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით.
6. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ადგილებში საარჩევნო სუბიექტებმა უზრუნველყონ საკუთარი სააგიტაციო მასალების გამოკვრა და გამოფენა იმ ფორმით, რომ დაცულ იქნეს წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) მონაწილე ყველა სუბიექტის თანაბარი შესაძლებლობა, ისარგებლოს სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად განკუთვნილი ადგილებით.
7. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ადგილებში, საარჩევნო სუბიექტის მიერ გასაკრავი საარჩევნო პლაკატების მაქსიმალური რაოდენობა დგინდება შესაბამისი ადგილის ფართობის გათვალისწინებით.
8. დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.08.2018.
- როდის იქნა მიღებული „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“?
- „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ მიღებულია 12.08.2016. მიმღები ორგანო — მცხეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №24. სარეგისტრაციო კოდი — 010190020.35.153.016337.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 09.08.2018-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.08.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“, №24, 12.08.2016, სარეგისტრაციო კოდი 010190020.35.153.016337 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3374617/