მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსება/გაკვრა: საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოს, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საგზაო ნიშანზე, აგრეთვე დანართი №1-ში მითითებულ სხვა ობიექტებზე.
მუხლი 2
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსება/გაკვრა დასაშვებია დანართი №2-ით განსაზღვრულ ობიექტებზე. გარდა ამისა, სააგიტაციო მასალის გაკვრა დასაშვებია სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე.
მუხლი 3
წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალის გამოფენა დასაშვებია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე, მხოლოდ მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.
მუხლი 4
ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრულ ადგილებზე, თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას 1 (ერთი) ცალი საარჩევნო პლაკატი, ზომით არაუმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი).
მუხლი 5
ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ობიექტები, რომლებზეც აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება/გაკვრა
1. ქალაქ მცხეთაში:
N
ობიექტების დასახელება/მისამართი
1
არსენა ოძელაშვილის ძეგლი
2
სანდრო კანდელაკის ბიუსტი
3
ფარნავაზის მოედანზე მდგარი დიდგორის მიმართულების მანიშნებელი სვეტი
4
აღმაშენებლის ქ. №136-ში მდებარე საბავშვო ბიბლიოთეკის შენობა
5
აღმაშენებლის ქ. №51-ში მდებარე შენობა
6
დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლა
7
აღმაშენებლის ქ. №73-ში მდებარე შენობა
8
რუსთაველის ქ. №72-ში მდებარე №5 ბაგა-ბაღი
9
არმაზის დასახლებაში მდებარე №6 საბავშვო ბაღი
10
აღმაშენებლის ქ. №106-ში მდებარე №1 საბავშვო ბაგა-ბაღი
11
გმირის ქ.№16-ში მდებარე №3 საბავშვო ბაგა-ბაღი
12
აღმაშენებლის ქ. №150-ში მდებარე №4 საბავშვო ბაგა-ბაღი
13
ნარეკვავის ქ. №2ა-ში მდებარე №2 საბავშვო ბაგა-ბაღი
14
სამხედროს ქ. №9-ში მდებარე კულტურის ცენტრი და სასპორტო კომპლექსის შენობა
15
მცხეთის №1 საჯარო სკოლა
16
მცხეთის №2 საჯარო სკოლა
17
ა(ა)იპ „მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური
საშუალო სკოლა“
2. მცხეთის მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე
N
ობიექტების დასახელება
1
საგანმანათლებლო დაწესებულებები
2
საბავშვო ბაგა-ბაღები
3
სასპორტო და კულტურული/სახელოვნებო დაწესებულებები
4
შენობა (შენობები), სადაც განთავსებულია ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლობა
5
ძეგლები
6
ბიბლიოთეკები
7
ამბულატორიები
დანართი N2
ობიექტები, რომლებზეც დასაშვებია სააგიტაციო მასალის განთავსება/გაკვრა
1.ქალაქმცხეთაში
N
ობიექტების დასახელება/მისამართი
1
გარე განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელები
2
ანტიოქიისა და კოსტავას ქუჩების დამაკავშირებელ გზაზე არსებული
საყრდენი კედლები
3
აღმაშენებლისა და კოსტავას ქუჩებს შორის მდებარე სკვერებში არსებული კედლები
4
სამხედროს ქ. N12ა-სთან არსებული სკვერების საყრდენი კედლები
5
სამხედროს ქუჩაზე არსებული საყრდენი კედელი (საჯარო რეესტრიდან ღართიკარის ხევამდე)
6
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის მცხეთის შემოსასვლელიდან წმინდა მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახელობის მცხეთის სამედიცინო ცენტრამდე არსებული საყრდენი კედელი
7
აღმაშენებლის ქუჩაზე გეთსამანიის მონასტრის ასასვლელიდან მდ.მტკვარზე გადასასვლელ ხიდამდე არსებული საყრდენი კედელი
8
ფარნავაზის მოედნის მიმდებარედ არსებული საყრდენი კედელი
9
წერეთლის ქუჩაზე, ყოფილი ტურბაზის შესასვლელში არსებული კედელი
10
თაყაიშვილისა და არმაზის ქუჩებზე არსებული საყრდენი კედლები
2. მცხეთის მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე
N
ობიექტების დასახელება
1
გარე განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელები
2
გზების გასწვრივ არსებული საყრდენი კედლები
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია