ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია სააგიტაციო მასალის/საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლასია და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოს, პროკურატურის, სამხედრო შენაერთის, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, ასევე დანართ 1-ში მითითებულ სხვა შენობა-ნაგებობებზე.
მუხლი 2
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა.
მუხლი 3
საარჩევნო პლაკატები გაეკრას/განთავსდეს სპეციალური დანართ 2-ით განსაზღვრულ ადგილებზე. აღნიშნული დანართით გათვალისწინებული ტერიტორიების გარდა პლაკატების გაკვრა დასაშვებია სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე.
მუხლი 4
ამ დადგენილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ადგილებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას 1 (ერთი) ცალი საარჩევნო პლაკატი, ზომით არაუმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი).
მუხლი 5
ამ დადგენილების პირველი-მე-3 პუნქტების გათვალისწინებით საარჩევნო პლაკატის გაკვრა დასაშვებია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ყველა ობიექტზე, მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.
მუხლი 6
ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ილია ჯიშკარიანი
დანართი 1
ობიექტები, რომელზეც აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება
№
მისამართი
1
ქ.მცხეთა
არსენა ოძელაშვილის ძეგლი
2
ქ.მცხეთა
აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სანდრო კანდელაკის ძეგლი
3
ქ.მცხეთა
მამულაშვილის №7 მიხეილ მამულაშვილის ბაღი
4
ქ.მცხეთა
აღმაშენებლის №136-ში მდებარე საბავშვო ბიბლიოთეკის შენობა
5
ქ.მცხეთა
აღმაშენებლის №51 ქუჩაზე მდებარე ცესკოს შენობა
6
ქ.მცხეთა
დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლა
7
ქ.მცხეთა
აღმაშენებლის №73-ში მდებარე ყოფილი გამგეობის შენობა
8
ქ.მცხეთა
რუსთაველის №72-ში მდებარე №5 ბაგა-ბაღი
9
ქ.მცხეთა
არმაზის დასახლება № 6 საბავშვო ბაღი
10
ქ.მცხეთა
აღმაშენებლის №106-ში მდებარე №1 საბავშვო ბაგა-ბაღი
11
ქ.მცხეთა
გმირის №16-ში მდებარე №3 საბავშვო ბაგა-ბაღი
12
ქ.მცხეთა
აღმაშენებლის №150-ში მდებარე №4 საბავშვო ბაგა-ბაღი
13
ქ.მცხეთა
ნარეკვავის №2ა-ში მდებარე №2 საბავშვო ბაგა-ბაღი
14
ქ.მცხეთა
მცხეთის №1 საჯარო სკოლა
15
ქ.მცხეთა
მცხეთის №2 საჯარო სკოლა
16
ქ.მცხეთა
ა(ა)იპ „მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა“.
დანართი 2
ობიექტები, რომელზეც შესაძლებელია სააგიტაციო მასალებს განთავსება
№
მისამართი
1
ქ.მცხეთა
გარე განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელები
2
ქ.მცხეთა
№1 საჯარო სკოლის ეზოში არსებული მინისტადიონი
3
ქ.მცხეთა
აღმაშენებლისა და კოსტავას ქუჩებს შორის არსებული სკვერებში არსებული კედლები
4
ქ.მცხეთა
სამხედროს №9-ში არსებული შენობა და მის მოპირდაპირედ არსებული საყრდენი კედელი
5
ქ.მცხეთა
სამხედროს №12ა-სთან არსებული სკვერების საყრდენი კედელი
6
ქ.მცხეთა
სამხედროს ქუჩაზე არსებული საყრდენი კედელი (საჯარო რეესტრიდან ღართიკარის ხევამდე)
7
ქ.მცხეთა
ყოფილი სამშობიაროდან თბილისი-სენაკი-ლესელიძეს გზატკეცილამდე არსებული საყრდენი კედელი
8
ქ.მცხეთა
აღმაშენებლის ქუჩაზე გედსემანიის მონასტრის ასასვლელიდან მდ.მტკვარზე გადასასვლელ ხიდამდე არსებული საყრდენი კედელი
9
ქ.მცხეთა
ფარნავაზის მოედანზე არსებული საყრდენი კედელი
10
ქ.მცხეთა
წერეთლის ქუჩაზე ყოფილი ტურბაზის შესასვლელში არსებული კედელი
11
ქ.მცხეთა
თაყაიშვილის ქუჩაზე და არმაზის ქუჩაზე არსებული საყრდენი კედელი.
ხშირად დასმული კითხვები
მოქმედებს თუ არა „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.08.2018.
როდის იქნა მიღებული „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“?
„წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ მიღებულია 16.08.2016. მიმღები ორგანო — ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №15. სარეგისტრაციო კოდი — 010190020.35.175.016128.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 09.08.2018-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.08.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“, №15, 16.08.2016, სარეგისტრაციო კოდი 010190020.35.175.016128 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3376797/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია