სს ,,ლიბერთი კონსუმერი"-ის განცხადება აქციონერთა მორიგი საერთო კრების ჩატარების შესახებ.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს „ლიბერთი კონსუმერის“ (შემდგომში „კომპანია“) აქციონერთა მორიგი საერთო კრების ჩატარება განსაზღვრულია 2016 წლის 7 სექტემბერს, 16:00 საათზე. კომპანიის აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1. საზოგადოების 2015 წლის აუდირებული შედეგების დამტკიცების შესახებ;
2. მენეჯმენტის ანგარიში საზოგადოების 2015 წლის საქმიანობის შესახებ;
3. 2016 წლისათვის დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევა.
4. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ბ-ნ არჩილ გაჩეჩილაძისა და თავმჯდომარის მოადგილის ბ-ნ დევიდ ოსტბის საბჭოდან გაწვევის შესახებ;
5. ქალბატონ ნინო დუნდუას და ქალბატონ ეკა შავგულიძის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში არჩევის შესახებ;
2016 წლის 7 სექტემბრის აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო და გენერალური დირექტორი აქციონერებს წარუდგენენ შემდეგი სახის რეკომენდაციებს:
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
დამტკიცდეს „იუაი საქართველოს“ („ერნსტ ენდ იანგის“) მიერ აუდირებული კომპანიის 2015 წლის ფინანსური შედეგები.
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
დამტკიცდეს დირექტორატის ანგარიში კომპანიის 2015 წლის საქმიანობის შესახებ;
დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:
არჩეულ იქნეს „იუაი საქართველო“ სს „ლიბერთი კონსუმერის“ 2016 წლის შედეგების დამოუკიდებელ აუდიტორად.
დღის წესრიგის მეოთხე საკითხთან დაკავშირებით:
ცნობად იქნეს მიღებული ბატონ არჩილ გაჩეჩილაძისა და ბატონ დევიდ ოსტბის სამეთვალყურეო საბჭოდან გასვლა;
დღის წესრიგის მეხუთე საკითხთან დაკავშირებით:
კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არჩეულ იქნეს ქ-ნი ნინო დუნდუა და ქ-ნი ეკა შავგულიძე. აღნიშნული ცვლილების საფუძველზე სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი სახით: ავთანდილ ნამიჩეიშვილი, ნინო დუნდუა, ეკა შავგულიძე.
კომპანიის აქციონერთა მორიგი საერთო კრება გაიმართება შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, გაგარინის ქუჩა №29ა, სს საქართველოს ბანკის სათაო ოფისი;
აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2016 წლის 7 სექტემბერს, 15:00 საათზე.
აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2016 წლის 5 აგვისტო, 18:00 სთ.
აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს 2015 წლის 22 აგვისტოდან სს „ლიბერთი კონსუმერის“ აქციების რეგისტრატორთან – სს „კავკასრეესტრი“ შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 71, მე-10 ბლოკი, მე-7 სართული.
გენერალური დირექტორი თამარ ქაჯაია
16 აგვისტო 2016