„წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტ II“-სთან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ბანკიდან (EIB) სესხის ჩამორიცხვის ბოლო ვადის გადაწევის და პროექტის დასრულების ვადის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1565
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021952
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1565

2016 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

 „წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტ II“-სთან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ბანკიდან (EIB) სესხის ჩამორიცხვის ბოლო ვადის გადაწევის და პროექტის დასრულების ვადის განსაზღვრის შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია, „წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტ II“-სთან დაკავშირებით საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2013 წლის 20 აგვისტოს გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ჩამორიცხვის ბოლო ვადის გადაწევის და პროექტის დასრულების ვადის განსაზღვრის თაობაზე.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აწარმოოს კონსულტაციები, ევროპის საინვესტიციო ბანკთან „წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტ II“-სთან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ბანკიდან სესხის ჩამორიცხვის ბოლო ვადის 2018 წლის 20 აგვისტომდე გადაწევასა და პროექტის დასრულების ვადის 2018 წლის 30 დეკემბრით განსაზღვრასთან დაკავშირებით.

 

პრემიერ-მინისტრი               გიორგი კვირიკაშვილი