სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1568
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021955
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1568

2016 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით  განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო), საქართველოს სახელმწიფო კომპანია „საქნავთობსა“ და „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“-ს შორის 1997 წლის 25 ივნისს დადებული „პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ ხელშეკრულებაში“ ცვლილება-დამატების შეტანის შესახებ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“-თან გასამართ მოლაპარაკებებში სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ განახორციელოს იურიდიული მომსახურების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულების მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11-მე-13 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.

 

პრემიერ-მინისტრი               გიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.08.2016.
როდის იქნა მიღებული „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
„სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ მიღებულია 02.08.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1568. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021955.
სად არის „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.08.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“, №1568, 02.08.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021955 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.08.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3375273/