„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №397 |
|
2016 წლის 16 აგვისტო ქ. თბილისი |
1. 61 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მდინარეებზე არსებული ქვიშა-ხრეშის საბადოებსა და გამოვლინებებზე ლიცენზიები გაიცემა არაუმეტეს 5 წლის ვადით. ამასთან, განსხვავებული სალიცენზიო პირობების ან/და საინვესტიციო წინადადებების არსებობის შემთხვევაში, სამინისტროს წარდგინებით და საქართველოს მთავრობის თანხმობით შესაძლებელია, აღნიშნული ლიცენზია გაიცეს ან/და გაგრძელდეს უკვე გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადა არაუმეტეს 10 წლამდე ვადით. ამასთან, ლიცენზიის 10 წლამდე ვადით გაცემა ან მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯამურად მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება 1 000 000 (ერთი მილიონი) კუბურ მეტრს.“.
2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ, მაგრამ არაუმეტეს 5 წლის ვადაში, განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა. ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობის თანხმობით, მიიღოს გადაწყვეტილება, ლიცენზიის მოქმედების ვადის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისათვის დამატებით არაუმეტეს 5 წლამდე ვადის დადგენის თაობაზე. ჯამში შესწავლისთვის გამოყოფილი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია, არა უგვიანეს შესწავლის ვადის ამოწურვისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დასამტკიცებლად წარადგინოს შესწავლის მასალები და სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებისთანავე ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით);“.
3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ1) სამინისტრო უფლებამოსილია, ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წიაღისეულის შესწავლისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრისას, ასევე მიიღოს გადაწყვეტილება, ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო ფართობის შემცირების თაობაზე;“.
4. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ2“ ქვეპუნქტი:
„თ2) ამ პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა უნდა მოიცავდეს შესწავლისათვის გამოყოფილი განვლილი პერიოდის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალურ ინფორმაციასა და დამატებით მოთხოვნილი ვადის განმავლობაში შესასრულებელი სამუშაოების დეტალურ გეგმა-გრაფიკს;“.
5. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 და 14 პუნქტები:
„13. ლიცენზიის გამცემს უფლება აქვს, ლიცენზიის მაძიებელს, ხოლო ლიცენზიაში ცვლილების შეტანისას ლიცენზიის მფლობელს, სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის თანხმობით, განუსაზღვროს დამატებითი სალიცენზიო პირობები. დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრისას საჭიროა ლიცენზიის მფლობელის წინასწარი თანხმობა.
14. ამ მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი სალიცენზიო პირობები ასევე შესაძლებელია, უკავშირდებოდეს გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსების ვალდებულებას. ამგვარი ვალდებულების განსაზღვრისას ლიცენზიის მაძიებლის არსებობის შემთხვევაში საჭიროა მისი წინასწარი თანხმობა, ხოლო ლიცენზიაში ცვლილების შეტანისას – ლიცენზიის მფლობელის წინასწარი თანხმობა. ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ღონისძიების განსაზღვრის მიზნით, სამინისტროს სისტემაში იქმნება საბჭო, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.“.
6. 74 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შუამდგომლობით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის საფუძველზე.“.
|