საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 24.08.2016
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016030
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/08/2016
matsne.gov.ge 224 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება 95% 24.08.2016 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 91% 24.08.2020 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 91% 24.08.2020 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 91% 29.07.2021 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო და საუბნო სარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება 91% 17.09.2020

დოკუმენტის ტექსტი

საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ     საქართველო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება №10 2016 წლის 24 აგვისტო ქ. ბათუმი საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ      „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗  საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთდროულად გამართვის გამო, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 27 ივლისის N51/2016 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციითა და საარჩევნო კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის განისაზღვროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის შესასრულებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა:  1. საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ უსკოს წევრებს, უსკოს წარმომადგენელებს და უსკოს აპარატის თანამშრომლებს. 2. საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ელექტრონული ფორმით უსკოსთვის გადაცემას. 3. მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის უსკოს საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ასლებს, ასევე მიღებული სამართლებრივი აქტების ასლებს. 4. უსკოს აწვდის  ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებთან დაკავშირებით, აგრეთვე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.  მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპარმენ ჯალაღონიაკომისიის მდივანისოფიო კახაძე