„სს „აკად. ნოდარ ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნული ცენტრი“-ს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1 ლარიანი ნომინალური ღირებულების 1,103,372 ცალი აქციის (სახელმწიფო წილი კაპიტალში 100%) საჯარო აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის №1-1/29 ბრძანებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის №1025 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „აკადემიკოს ნოდარ ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნული ცენტრის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1733
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022059
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1733

2016 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

 „სს „აკად. ნოდარ ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნული ცენტრის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1-ლარიანი ნომინალური ღირებულების 1,103,372 ცალი აქციის (სახელმწიფო წილი კაპიტალში 100%) საჯარო აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის №1-1/29 ბრძანებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის №1025 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „აკადემიკოს ნოდარ ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნული ცენტრის“საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სს „აკად. ნოდარ ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნული ცენტრის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1-ლარიანი ნომინალური ღირებულების 1,103,372 ცალი აქციის (სახელმწიფო წილი კაპიტალში 100%) საჯარო აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის №1-1/29 ბრძანებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის №1025 განკარგულებაში (შემდგომში - განკარგულება) შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) შპს „აკადემიკოს ნოდარ ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნული ცენტრის“ (ს/კ: 404882294) საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში ჩაჩავას ქ. №3-ში (ნაკვ. 07/018) მდებარე 6267.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე: №1 - საერთო ფართობით 6760.51 კვ.მ, №2, №3, №4, №5 და №6 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.13.02.007.018) ან/და შპს „ინტელ მედის“ (ს/კ: 404928147) საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, ჩაჩავას ქ. №5-ში მდებარე 6488.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე: №1 (მშენებარე), №2, №3, №4, №5, №6 და №7 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.13.02.007.024) 2020 წლის 1 ივლისამდე, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება და შესაბამისი ნებართვის მოპოვება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ა.ა) 2017 წლის ბოლომდე - მშენებლობის ნებართვის მიღება;

ა.ბ) 2018 წლის 1 მაისამდე - მშენებლობის დაწყება;

ა.გ) 2020 წლის პირველ ივლისამდე - სამედიცინო დაწესებულების ექსპლუატაციაში მიღება, შესაბამისი ნებართვ(ებ)ის მოპოვება, მათ შორის კადრების შერჩევა;“.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „აკადემიკოს ნოდარ ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნული ცენტრი“ (ს/კ: 404882294) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ჰელსი ჯორჯიას“ შორის 2011 წლის 31 მარტს გაფორმებულ №1 ა.პ. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილ(ებ)ის/აქცი(ებ)ის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების“ თანახმად, ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან, იმ პირობით, რომ იგი შეასრულებს „განკარგულების“ (მასში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილ პირობებს.

3. „განკარგულების“ პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული ვალდებულებების შესრულების, მათ შორის ამავე ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს უზრუნველსაყოფად, შპს „აკადემიკოს ნოდარ ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნულმა ცენტრმა“ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს 2020 წლის ბოლომდე მოქმედი 200 000 (ორასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                   გიორგი კვირიკაშვილი