საქართველოს მთავრობასა და შპს „გლობალ ენერჯის“ შორის 2015 წლის 4 ნოემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შეწყვეტის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1682
2016 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და შპს „გლობალ ენერჯის“ შორის 2015 წლის 4 ნოემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შეწყვეტის შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია, საქართველოს მთავრობასა და შპს „გლობალ ენერჯის“ შორის 2015 წლის 4 ნოემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შეწყვეტის თაობაზე და აღნიშნული მემორანდუმი მიჩნეულ იქნეს შეწყვეტილად, მემორანდუმის 5.2 პუნქტის „ბ.ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „გლობალ ენერჯისთვის“ მემორანდუმის შეწყვეტის თაობაზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი