„საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№430
სარეგისტრაციო კოდი
300280020.10.003.019495
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №430

2016 წლის 7 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ელექტროსად­გუ­რების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებ­ლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვის­ტოს №214  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/08/2013,  300280020.10.003.017381)  შეტანილ  იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპე­რირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის“:

1. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„7. ინტერესთა გამოხატვის შედეგად გამარჯვებული პირის მიერ ელექტროსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის აუცილე­ბელი პირობაა ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღებიდან 10 (ათი) წლის განმავლობაში, ყოველი წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეების განმავლობაში, ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტრო­ენე­რგიის სრული ოდენობის რეალიზაცია სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან“ (ესკო) წინასწარ გაფორმებული გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინტერესთა გამოხატვის შედეგად დაინტერესებულმა პირმა სამინისტროში უნდა წარადგინოს განაცხადი, რომელსაც უნდა დაერთოს ინტერესთა გამოხატვის პირობებით გათვალისწინებული ინფორმა­ცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვა­ლისწინებულ ელექტროენერგიაზე დაინტერესებული პირის მიერ შეთა­ვა­ზებული ფასი და  ფინანსური მოდელი, რომელიც  განსაზღვრავს ზე­მოა­ღნიშნული ფასის შესაბამის ფინანსურ მაჩვენებლებს, მათ შორის, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საინვესტიციო დანახარჯის ოდენობას (შემდგომში – „ფინანსური მოდელი“).“.

3. მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდე­გი რედაქციით:

„ბ) განაცხადს უნდა ერთოდეს ინტერესთა გამოხატვის პირობებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, პირველი მუხ­ლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტროენერგიაზე დაინტე­რესებული პირის მიერ შეთავაზებული ფასი და შესაბამისი ფინანსური მოდელი და უნდა აკმაყოფილებდეს ინტერესთა გამოხატვით დადგენილ პირობებს;“.

4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ელექტროსადგურზე ინტერეს­თა გამოხატვის შედეგად, მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მთავრო­ბისთვის წარდგენილია ორი ან მეტი განაცხადი, საქართველოს მთავრობა  გამარჯვებულად ცნობს იმ მონაწილეს, რომლის მიერ პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტროენერგიაზე შემოთავაზე­ბუ­ლი იქნება ყველაზე დაბალი ფასი  და შესაბამისი ფინანსური მოდელი.“.

5. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი განაცხადით, პირველი მუხ­ლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტროენერგიაზე შემოთავა­ზე­ბული იქნა თანაბარი ყველაზე დაბალი ფასი და შესაბამისი ფინან­სური მოდელი, მთავრობა ამ განაცხადების წარმომდგენ პირებს განუსაზ­ღვრავს დამატებით ვადას, შეფასების კრიტერიუმის ნაწილში გაუმჯობე­სებული წინადადებების წარმოდგენის მიზნით.“.

6. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31, 32 და 33 პუნქტები:

„31. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირი ვალდებულია საქართველოს მთავრობასთან დადებული შესაბამისი ურთიერთგაგების მემორანდუმის/ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროსადგუ­რის ექსპლუატაციაში მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს აუდიტორული დასკვნის მომზადება და სა­მინისტროსთვის წარდგენა. ამ დადგენილების მიზნებისათვის, აუდი­ტორული დასკვნა ნიშნავს „საწარმოებისთვის აუდიტირებული ფინან­სური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტო­რული დასკვნების გამცემ პირთა და სახელ­მწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრო­ბის 2012 წლის 5 სექტემ­ბრის №360 დადგენილებით დამტკიცებულ ნუსხაში შემავალი აუდიტო­რის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემულ მარწმუნებელი ხასიათის დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვე­ბული პირის მიერ ელექტროსადგურის მშენებლობისა და კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღების  მიზნით გაწეული გონივრული საინვესტიციო დანახარჯის (შემ­დგომში – „გონივრული და­ნა­ხარ­ჯი“) ოდენობას (შემდგომში – „აუდიტორული დასკვნა“).

32. დადგენილების პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწი­ნებული ელექტროენერგიის „ესკოზე“ რეალიზაცია განხორციელდება ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის მიერ შეთავაზებული ფასით. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღე­ბის შემდგომ, ამ მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად მომზადებული აუდი­ტო­რული დასკვნის თანახმად, დადგენილი გონივრული დანახარჯის ოდენობის ფინანსურ მოდელში ასახვის შედეგად, პირველი მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად „ესკოსთვის“ მისაყიდი ელექტროენერგიის ფასი იქნება ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის მიერ შეთავა­ზებულ ფასზე ნაკლები (იმ პირობით, რომ ფინანსურ მოდელში დაფი­ქ­სი­რებული პროექტის ინვესტიციაზე უკუგების კოეფიციენტი („Project Internal Rate of Return“) დარჩება უცვლელი), „ესკოსთვის“ მისაყიდი ელექტრო­ენ­ერ­გიის ფასი შემცირდება და განისაზღვრება ფინანსურ მოდელში გონივ­რუ­ლი და­ნახარჯის ასახვის შედეგად მიღებული ფასით. ამასთან, ამ პუნ­ქტით გათვალისწინებული „ესკოსთვის“ მისაყიდი ელექტროენერგიის ფასის შემცირება მოხდება მხოლოდ ერთჯერადად.

33. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის 32 პუნქტის თანახმად შემ­ცირ­დება „ესკოზე“ მისაყიდი ელექტროენერგიის ფასი და განისაზღვრება ფინანსურ მოდელში გონივრული დანახარჯის ასახვის შედეგად მიღე­ბული ფასით, სამინისტრომ აღნიშნულის თაობაზე ცვლილება უნდა შეი­ტანოს  ინტე­რესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირთან გაფორმებულ ურ­თი­ერთ­გაგების მემორანდუმში. ურთიერთგაგების მემორანდუმში განხორციე­ლებული ცვლილების საფუძველზე „ესკო“ უზრუნველყოფს  შესაბამისი ცვლილების შეტანას „ესკოსა“ და ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვე­ბულ პირს შორის გაფორმებულ ელექტროენერგიის გარანტი­რებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი