მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.09.2016
ძალაში შესვლა 01.09.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №436
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.019501
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/09/2016
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ 2019-2020 სასწავლო წლისათვის საქართველოს იმ მოქალაქის, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20<sup>13</sup>მუხლით გათვალისწინებული იმ პირის, რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების საფუძველზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობის, ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №436
2016 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა (შემდგომში - პროგრამა).
მუხლი 2🔗
პროგრამის მიზანია, „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებულ „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში“ შეტანილ მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებულ მწვრთნელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი შემდგომი საქმიანობისათვის დამატებითი სტიმულის მიცემა და მაღალმთიან დასახლებებში სპორტის პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობა სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩართულ პირთა და ფიზიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობის გაზრდით.
მუხლი 3🔗
პროგრამის განხორციელების მიზნით:
ა) ამ დადგენილების მე-2 მუხლში მითითებულ მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებულ მწვრთნელებს ენიშნებათ ყოველთვიური ფინანსური დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ბ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ პროგრამით გათვალისწინებული ყოველთვიური ფინანსური დახმარებების გაცემა, შესაბამისი წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებათა ფარგლებიდან;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წინადადების საფუძველზე, ყოველწლიურად უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, ამ პროგრამით გათვალისწინებული ყოველთვიური ფინანსური დახმარებების შეუფერხებლად გაცემისთვის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ყოველწლიურ საბიუჯეტო ასიგნებებში სათანადო ფინანსური რესურსის ასახვის მიზნით.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული ყოველთვიური ფინანსური დახმარების მიმღებ ბენეფიციარებს წარმოადგენენ პირები, რომლებსაც „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოპოვებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, შეტანილნი არიან მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში, მაღალმთიან დასახლებებში ეწევიან სამწვრთნელო საქმიანობას არანაკლებ ბოლო 3 წლის მანძილზე (სპორტის ერთ ან რამდენიმე სახეობაში, არანაკლებ 5 პირისთვის რეგულარული საწვრთნელი პროცესის ორგანიზებით) და ამავე დროს, დასაქმებულნი არიან საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ს“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საბიუჯეტო ორგანიზაციებში.
მუხლი 5🔗
ამ დადგენილების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფინანსური დახმარების ყოველთვიურ ოდენობაზე დამატებით 10 (ათი) ლარი ამ პროგრამის მე-4 მუხლში განსაზღვრულ ბენეფეციარებს მიეცემათ შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში:
ა) არანაკლებ ბოლო 3 წლის მანძილზე, შესაბამის სპორტის სახეობაში (ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში), მის მიერ აღზრდილი არანაკლებ ერთი სპორტსმენი მონაწილეობდა ეროვნულ ჩემპიონატში ან/და არანაკლებ ორმა სპორტსმენმა დაიკავა საპრიზო ადგილი რეგიონულ/ადგილობრივ შეჯიბრებებში;
ბ) ფლობს სამწვრთნელო საქმიანობის კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (დიპლომს) ან/და შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციის/საერთაშორისო ფედერაციის მიერ გაცემულ სამწვრთნელო საქმიანობის ლიცენზიას.
მუხლი 6🔗
ამ დადგენილების მე-5 მუხლში მითითებული მოთხოვნებიდან ორივე მოთხოვნის ერთდროულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამ დადგენილების მე-4 მუხლში განსაზღვრულ ბენეფიციარებს ამავე დადგენილების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფინანსური დახმარების ყოველთვიურ ოდენობაზე დამატებით მიეცემათ 20 (ოცი) ლარი.
მუხლი 7🔗
ამ დადგენილებით განსაზღვრული ყოველთვიური ფინანსური დახმარების მიღება პირს უწყდება:
ა) გარდაცვალების შემთხვევაში;
ბ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში;
გ) მაღალმთიან დასახლებებში ამ დადგენილებით გათვალისწინებული სამწვრთნელო საქმიანობის შეწყვეტის ან/და ამავე დადგენილების მე-4 მუხლში მითითებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში;
დ) სხვა ობიექტური გარემოებების არსებობისას, პირის მიერ ამ პროგრამის შესაბამისად სამწვრთნელო საქმიანობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში (შესაბამისი მუნიციპალიტეტებიდან, ეროვნული სპორტული ფედერაციებიდან და საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა უწყებებიდან მიღებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის საფუძველზე).
მუხლი 8🔗
ა) მე-4, მე-5 და მე-6 მუხლებში განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო შესაბამისი მუნიციპალიტეტებიდან, ეროვნული სპორტული ფედერაციებიდან და, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა უწყებიდან წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის საფუძველზე;
ბ) მე-7 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი გარემოებების დადგენის/გადამოწმების მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს ყოველთვიურად სათანადო დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვას შესაბამისი მუნიციპალიტეტებიდან, ეროვნული სპორტული ფედერაციებიდან და, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა უწყებიდან.
მუხლი 9🔗
ამ დადგენილების შესაბამისად, ყოველთვიური ფინანსური დახმარების დანიშვნისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული შესაბამისი კომისია, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 10🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი