სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1832
2016 წლის 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედნის №1-ის, თბილისის ქუჩა №1-ში მდებარე 1416.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №03.03.21.546), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 885 000 (რვაას ოთხმოცდახუთი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „თ და კ რესტორნებს“ (ს/კ: 204909180).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
ა.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2016 წლის 30 ნოემბრისა არანაკლებ 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის გადახდა;
ა.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2017 წლის 30 სექტემბრისა არანაკლებ 395 000 (სამას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარის გადახდა;
ა.გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2018 წლის 28 თებერვლისა არანაკლებ 640 000 (ექვსას ორმოცი ათასი) ლარის გადახდა;
ა.დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2018 წლის 30 ივლისის 885 000 (რვაას ოთხმოცდახუთი ათასი) ლარის გადახდა;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, „McDonald's“-ის სავაჭრო ნიშნით მომუშავე სწრაფი კვების რესტორნის მშენებლობა და აღჭურვა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 18 (თვრამეტი) თვის ვადაში;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით,2 800 000 (ორი მილიონ რვაასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
დ) პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სწრაფი კვების რესტორანში არანაკლებ 40 (ორმოცი) ადამიანის დასაქმება არანაკლებ 1 (ერთი) წლის ვადით.
3. შპს „თ და კ რესტორნები“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის ოდენობის არანაკლებ 5%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი