იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1839
2016 წლის 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ
1. ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი: 34 02 – განსახლების ადგილებში დევნილთა შენახვა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება) მიმართოს 615 655,92 ლარი (ექვსას თხუთმეტი ათას ექვსას ორმოცდათხუთმეტი ლარი და 92 თეთრი), საიდანაც:
ა) 401 987,92 ლარი (ოთხას ერთი ათას ცხრაას ოთხმოცდაშვიდი ლარი და 92 თეთრი) მიიმართება ერედვისა და ქურთის მუნიციპალიტეტებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთათვის, გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში გადაცემული კოტეჯების იატაკების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის;
ბ) 213 668 (ორას ცამეტი ათას ექვსას სამოცდარვა) ლარი მიიმართება თიღვის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთათვის, გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში გადაცემული ობიექტის, მდებარე ქარელში, ვაჟა-ფშაველას ქ. №117-ში (ყოფ. პროფ. სასწავლებელი), სახურავის, ფასადისა და გარე კარ-ფანჯრების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის.
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი