იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1649
2015 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ
1. ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს:
ა) 126 300 (ას ოცდაექვსი ათას სამასი) ლარი ქ. თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე, კორპუსი №4-ის (ბაგების სტუდქალაქი, კორპ. №4), იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთათვის გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში საკუთრებაში გადაცემული ობიექტის ელექტრომომარაგების შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის;
ბ) 42 000 (ორმოცდაორი ათასი) ლარი ქ. ხაშურში, სააკაძის ქ. №2-ში, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით რეაბილიტაციის პროცესში მყოფი შენობის წყალმომარაგების სისტემის (ჭაბურღილის) მოწყობის სამუშაოებისათვის.
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით.
პრემიერ-მინისტრი ი.ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.07.2015.
- როდის იქნა მიღებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ“?
- „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 30.07.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1649. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019694.
- სად არის „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.07.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ“, №1649, 30.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019694 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2942671/