გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1932
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022260
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1932

2016 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „გარდაბნის თბოსადგური 2-მა“ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს:

ა) 230 მგვტ კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების (პროექტირება, შესყიდვა და მშენებლობა) შესყიდვა, FIDIC-ის ვერცხლისფერი წიგნის („Conditions of Contract for EPC Turnkey Projects (First Edition, 1999)“) დებულებების საფუძველზე;

ბ) ჩინეთის ინდუსტრიულ და კომერციულ ბანკთან (ICBC) გასაფორმებელი დავალების ხელშეკრულებით (Mandate Letter) გათვალისწინებული მომსახურება (მათ შორის: სადაზღვევო, იურიდიული, საკონსულტაციო, საბანკო/საფინანსო).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვების განხორციელებისათვის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის  მე-11-მე-13 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.

3. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება მიჩნეულ იქნეს „lump sum“ ტიპის ხელშეკრულებად.

4. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „გარდაბნის თბოსადგური 2-ს“, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის გასაფორმებელი იმპლემენტაციის ხელშეკრულება.

5. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაზე, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს ილია ელოშვილს.

 

პრემიერ-მინისტრი                              გიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.09.2016.
როდის იქნა მიღებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“?
„გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ მიღებულია 17.09.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1932. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022260.
სად არის „გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.09.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“, №1932, 17.09.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022260 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3408628/