შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ქვეკომპონენტის - „არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოების“ თანადაფინანსების სპეციალური პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.09.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1938
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022266
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/10/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.09.2016 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეღავათიანი აგროკრედიტის ქვეკომპონენტის „მანდარინის შემსყიდველი ან/და გადამამუშავებელი საწარმოების“ თანადაფინანსების სპეციალური პირობების დამტკიცების შესახებ „რეგიონული განვითარების მეორე პროექტის“ ფარგლებში რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკიდან (IBRD) მისაღები დამატებითი სესხის ფინანსური პირობების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ფერეთა ჩაისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ვუდიმპექსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 ივნისის №485 განკარგულებითა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სითი ლოფტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 სექტემბრის №15/09/07 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობების დადგენისა და შპს „ვუდიმპექსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ყაზბეგურისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ქვეკომპონენტის - „არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოების“ თანადაფინანსების სპეციალური პირობების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.BalloonTextChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1938
2016 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ქვეკომპონენტის – „არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოების“ თანადაფინანსების სპეციალური პირობების დამტკიცების შესახებ
„შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ (დანართი №1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-8 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ქვეკომპონენტის „არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოების“ თანადაფინანსების სპეციალური პირობები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ქვეკომპონენტის „არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოების“ თანადაფინანსების სპეციალური პირობები
1. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ქვეკომპონენტი „არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოები“ – (შემდგომში – ქვეკომპონენტი) მიზნად ისახავს არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების (შემდგომში – კომპანია/ბენეფიციარი) მიერ 2016 წლის სეზონზე არასტანდარტული ვაშლის შესასყიდად აღებული სესხების მიზნობრივ თანადაფინანსებას.
2. სესხის გაცემა დასაშვებია 2016 წლის 15 სექტემბრიდან 2016 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
3. სესხის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წარადგენენ აუდიტის დასკვნას კომპანიის საკუთრებაში არსებული ვაშლისა და ვაშლის კონცენტრატის საწარმოო ნაშთების შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებული აუდიტის დასკვნა წარდგენილ უნდა იქნეს ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის პირველი ტრანშის მიღებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2016 წლის 30 სექტემბრისა.
4. ბენეფიციარის მიერ სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნეს ასევე აუდიტის დასკვნა, ბენეფიციარის მიერ 2016 წლის სეზონზე არასტანდარტული ვაშლის შესაძენად გადახდილი თანხებისა და არასტანდარტული ვაშლის მიღების/გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის ოდენობის შესახებ, არაუგვიანეს 2016 წლის 15 დეკემბრისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული აუდიტის დასკვნის საფუძველზე, სააგენტო აცნობებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებით დამტკიცებულ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში“ (შემდგომში – პროექტი) მონაწილე საფინანსო ინსტიტუტებს ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის იმ ოდენობას, რომელზეც სააგენტო განახორციელებს წლიური საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას.
5. ამ განკარგულების მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული აუდიტის დასკვნები გაცემული უნდა იყოს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბერს №360 დადგენილებით განსაზღვრული ან სსიპ – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პირებიდან ერთ-ერთის მიერ.
6. ქვეკომპონენტის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის მინიმალური თანხა შეადგენს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარს ან ეკვივალენტს აშშ დოლარში, ხოლო მაქსიმალური თანხა (მათ შორის, ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული პარალელური სესხების ჯამის შემთხვევაში) არ უნდა აღემატებოდეს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარს ან ეკვივალენტს აშშ დოლარში.
7. ქვეკომპონენტის ფარგლებში შეღავათიანი აგროკრედიტის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს სესხის ძირითადი თანხის წლიურ 10%-ს, ხოლო ვადა – 12 თვეს.
8. სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის წლიური 8%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის გადახდის პარალელურად. სააგენტო არ განახორციელებს საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას აღებული კრედიტის იმ ნაწილზე, რითაც არ მოხდა არასტანდარტული ვაშლის შესყიდვა.
9. ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი (არარეფინანსირებული) სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სააგენტოს მიერ. მეორადი უზრუნველყოფა ძალაშია სესხის არანაკლებ 30%-ით პირველადი უზრუნველყოფის შემთხვევაში. მეორადი უზრუნველყოფა საფინანსო ინსტიტუტზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, საფინანსო ინსტიტუტი მოახდენს პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციას და შედეგად ვერ ამოიღებს საფინანსო ინსტიტუტისათვის დასაბრუნებელი ნარჩენი ძირითადი თანხის 100%-ს, სააგენტო უზრუნველყოფს სხვაობის შევსებას არაუმეტეს დასაბრუნებელი ნარჩენი ძირითადი თანხის 50%-ის ოდენობით.
10. დასაშვებია ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის რესტრუქტურიზაცია, თუ რესტრუქტურიზაციის შედეგად სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური თანხა არ აღემატება სესხის რესტრუქტურიზაციამდე გრაფიკით გათვალისწინებულ თანადაფინანსების ჯამურ თანხას.
11. დასაშვებია ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინანსირება, თუ რეფინანსირების შედეგად არ იზრდება თავდაპირველი სესხის ნარჩენი ძირითადი თანხა, ვადა და სააგენტოს გადასახდელი თანადაფინანსების ჯამური მოცულობა.
12. დაუშვებელია ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხებით სხვა სესხების რეფინანსირება, გარდა ამავე ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხებისა.
13. სესხის დაფარვა ხდება ანუიტეტით ან არასტანდარტული გრაფიკით. საფინანსო ინსტიტუტის მიერ ბენეფიციარისათვის საშეღავათო პერიოდი როგორც ძირითადი თანხის, ასევე პროცენტის გადახდაზე მიცემულ უნდა იქნეს არანაკლებ 2017 წლის 15 იანვრამდე.
14. ქვეკომპონენტის ფარგლებში საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსების სავარაუდო მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 400 000 ლარს, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად: ქვეკომპონენტის სავარაუდო მაქსიმალური პორტფელის (5 000 000 ლარი წლიურად) წლიური საპროცენტო სარგებელი (განაკვეთი 8%) გადაანგარიშებული სესხის მაქსიმალურ ვადაზე (12 თვე).
15. ქვეკომპონენტზე ვრცელდება პროექტით განსაზღვრული ტერმინთა განმარტებები.