📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მომსახურებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს

მიღების თარიღი 10.10.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №463
სარეგისტრაციო კოდი 200250000.10.003.019529
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/10/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 207 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სსიპ - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიისათვის საჭირო აღჭურვილობის, სახარჯი მასალების და რეაქტივების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ 1 81% 07.10.2015 საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტები 79% 26.07.2018 „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 აგვისტოს №1564 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, შპს „სპორტმშენსერვისსა“ და კანადურ კომპანია BEHLENINDUSTRIES LP-ს შორის 2016 წლის 4 ოქტომბერს გაფორმებულ №160 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე გასაფორმებელი შეთანხმების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 79% 25.12.2017 ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 78% 25.05.2020 საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 78% 25.05.2020

დოკუმენტის ტექსტი

მომსახურებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს საქართველოს მთავრობის დადგენილება №463 2016 წლის 10 ოქტომბერი ქ. თბილისი მომსახურებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მუხლი 1🔗 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს მომსახურებათა ნუსხა, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოებისათვის მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების სახეობათა დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №416 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი მომსახურებათა ნუსხა, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს  1. ავტოტექნიკური მომსახურება. 2. სწრაფი კვების მომსახურება. 3. საფოსტო მომსახურება. 4. სამედიცინო მომსახურება. 5. სარეკლამო მომსახურება. 6. ლაბორატორიული მომსახურება. 7. საპროექტო, დიზაინერული მომსახურება. 8. საექსპედიტორო მომსახურება. 9. სახანძრო მომსახურება. 10. ექსპერტიზის მომსახურება. 11. დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურება. 12. ძირითადი საშუალებების შეკეთების მომსახურება. 13. ზონის დანიშნულებით გადაადგილებულ, აგრეთვე ზონიდან გატანილ საქონელზე შენახვის მომსახურება. 14.  პირველ – მე-13 პუნქტებში ჩამოთვლილი მომსა­ხურებების გარდა,  ნებისმიერი სახის მომსახურება, თუ ამ სახეობათა მომსახურებ(ებ)ის მთლიანი ღი­რე­ბულება (დღგ-ის გარეშე) არ აღემატება თიზ-ის საწარმოს წლიური შემოსავლის ან ხარჯის (მისი არჩევით) 2%-ს.