შპს,,ბათუმის გემთსაშენი ქარხანის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1664
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/1664

 

 

საოქმო განჩინება

(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)

2016 წლის 30 სექტემბერი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი: ნოდარ გიორგიძე

 

1. მეურვე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი - მიხეილ ლომთაძე.

2. მოვალე - შპს ,,ბათუმის გემთსაშენი ქარხნის“ დირექტორი ზვიადი კონცელიძე.

3. კრედიტორები: სსიპ - შემოსავლების სამსახური, გიორგი თორმანოვი, შალვა მუფთიშვილი, ტატიანა ხავშაბოვა, იგორ თოდუა, რუსლან ჯაფარიძე, ლუდმილა ზუბკო, იაშა ქოქოლაძე, დილარა კარახელი, სკენდერ შერვაშიძე, ჟანა სურგულაძე.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

:

 

1. შპს ,,ბათუმის გემთსაშენი ქარხნის” კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2016 წლის 17 ოქტომბერს, 15:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით:

ა) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და რეესტრის დამტკიცება;

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი,კუპრაძის№11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

კრების თავმჯდომარე                                     გენადი მაკარიძე

კრების მდივანი                                               ნოდარ გიორგიძე