„ნიკოლოზ გოგილიძისთვის „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ XVII-C დანართსა და XVII-D დანართის B ნაწილში ცვლილებების შეტანის შესახებ გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის 2015 წლის 25 ნოემბრის N2/2015 გადაწყვეტილების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 სექტემბრის №1880 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2097
2016 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ნიკოლოზ გოგილიძისთვის „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორისასოცირების შესახებ შეთანხმების“ XVII-C დანართსა და XVII-D დანართის B ნაწილში ცვლილებების შეტანის შესახებ გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის 2015 წლის 25 ნოემბრის N2/2015 გადაწყვეტილების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 სექტემბრის №1880 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ნიკოლოზ გოგილიძისთვის „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორისასოცირების შესახებ შეთანხმების“ XVII-C დანართსა და XVII-D დანართის B ნაწილში ცვლილებების შეტანის შესახებ გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის 2015 წლის 25 ნოემბრის №2/2015 გადაწყვეტილების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 სექტემბრის №1880 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და:
ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნიკოლოზ გოგილიძისთვის „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორისასოცირების შესახებ შეთანხმების“ XVII-C დანართსა და XVII-D დანართის B ნაწილში ცვლილებების შეტანის შესახებ გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის №1/2016 გადაწყვეტილების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“;
ბ) განკარგულება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმების 179-ე მუხლის შესაბამისად შექმნილი გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის“ თავმჯდომარეს ნიკოლოზ გოგილიძეს მიენიჭოს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ XVII-C დანართსა და XVII-D დანართის B ნაწილში ცვლილებების შეტანის შესახებ გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის №1/2016 გადაწყვეტილების ხელმოწერის უფლებამოსილება.“.
პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი