„ერთის მხრივ, საქართველოსა და, მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ გათვალისწინებული ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 ნოემბრის №2484 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2552
2016 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ გათვალისწინებული ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 ნოემბრის №2484 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ გათვალისწინებული ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 ნოემბრის №2484 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ქვეკომიტეტის ქართული მხარის შემადგენლობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვახტანგ ცინცაძე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ზრდის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე;
მარიამ გაბუნია − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
ელზა ჯგერენაია − საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;
თამარ ალადაშვილი − საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ირაკლი წიქორიძე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის სავაჭრო მოლაპარაკებებისა და ევრო-კავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების კოორდინაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;
ნინო ბერიანიძე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ზრდის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ქვეკომიტეტის მდივანი.“.
2. განკარგულება ძალაშია 2016 წლის 29 ნოემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი